ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა ბოლო შვიდ თვეში 10,3 პროცენტი შეადგინა, რაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდაა მთელ მსოფლიოში

ნახვები: 604 ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა ბოლო შვიდ თვეში 10,3 პროცენტი შეადგინა, რაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდაა მთელ მსოფლიოში

ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა, ეს მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდაა მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად, 40%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ფულადი გზავნილები კი 46.8%-ით არის გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წინა კვირაში უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელმაც შეადგინა 10,3% ბოლო შვიდი თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში. თქვენ კარგად მოგეხსნებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია უკვე მთელ მსოფლიოზე და ამ ფონზე ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. აქვე, მინდა მოკლედ ვთქვა, ამაზე წინა მთავრობის სხდომაზეც ვილაპარაკე, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად, 40%-ით არის გაზრდილი, ასევე, მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ფულადი გზავნილები არის 46.8%-ით არის გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ ბიზნეს სექტორში ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია, როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორე კვარტალში და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარ-ივნისში. რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი მონაცემებია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა