ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

თეთრი სახლი - რუსულ ნავთობზე ფასის გლობალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეამცირებს საომარი ბიუჯეტისთვის პუტინის შემოსავლის წყაროს

ნახვები: 676 თეთრი სახლი - რუსულ ნავთობზე ფასის გლობალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეამცირებს საომარი ბიუჯეტისთვის პუტინის შემოსავლის წყაროს

რუსულ ნავთობზე ფასის გლობალური შეზღუდვა უკრაინაში მნიშვნელოვნად შეამცირებს პუტინის შემოსავლის წყაროს მისი საომარი ბიუჯეტისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება ასევე უზრუნველყოფს, რომ ნავთობი ენერგობაზარზე უფრო დაბალ ფასად მოხვდეს.

„ნავთობის გლობალური ფასის ზედა ზღვარი დაგვეხმარება ჩვენ ორი მიზნის მიღწევაში. პირველი – მნიშვნელოვნად შეამცირებს პუტინის შემოსავლის წყაროს მისი საომარი ბიუჯეტისთვის. მეორე – უზრუნველყოფს, რომ ნავთობი ბაზარზე უფრო დაბალ ფასად მოხვდეს და მიწოდება შეესაბამებოდეს მოთხოვნას. ფასის ზედა ზღვრის დაწესების ჩვენი ძალისხმევა უკვე ნაყოფს იღებს. ცნობები აჩვენებს, რომ რუსეთი უკვე მნიშვნელოვან, 30 პროცენტამდე ფასდაკლებას და გრძელვადიან კონტრაქტებს სთავაზობს ზოგიერთ ქვეყანას“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის შეზღუდვა 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა