კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ედგარს რინკევიჩსი - ლატვია მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვას, ვფიქრობ, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ როცა უკრაინელები იხოცებიან, მათ ევროპაში ჩასვლას არ მიესალმებიან

ნახვები: 596 ედგარს რინკევიჩსი - ლატვია მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვას, ვფიქრობ, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ როცა უკრაინელები იხოცებიან, მათ ევროპაში ჩასვლას არ მიესალმებიან

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას.

მისივე შეფასებით, ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ როდესაც უკრაინელები იხოცებიან, მათ ევროპაში ჩასვლას არ მიესალმებიან.

„ნამდვილად რაც გვჭირდება, არის გადაწყვეტილების მიღება ვიზების გაცემის საკითხთან დაკავშირებით. ეს ის თემაა, რომელზეც ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, სულ მცირე, ნაბიჯს წინ გადავდგამთ. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს ვიზების აკრძალვას და ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 6 თვის წინ წამოვაყენეთ. მჯერა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხია, რუსეთის სანქცირების გაგრძელებაა და საერთო არაფერი აქვს კოლექტიურ დასჯასთან. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ძალიან მკაფიო გზავნილია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ როდესაც უკრაინელები იხოცებიან, მათ ევროპაში ჩასვლას არ მიესალმებიან. და სერიოზულად ვერ მივიღებ არგუმენტს, რომ ევროპაში სტუმრობის შემდეგ რუსები მოისურვებენ საკუთარ ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლას. წლებია, ასეთი ტურისტული ვიზები გვაქვს…ველოდები, რომ გვექნება დისკუსია. როგორც წესი, გადაწყვეტილებებს ვერასდროს ვიღებთ ერთი შეხვედრით, ამას დრო სჭირდება. ვფიქრობ, კოლეგები გაიზიარებენ ჩვენს უსაფრთხოებას და პოლიტიკურ შეშფოთებას. მე მომხრე ვარ, რომ არ მივცეთ შემოსვლის უფლება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ტურისტული ვიზა.

ვფიქრობ, ჩვენ შევეხებით კანონიერ და ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია და მხედველობაშია მისაღები შენგენის კანონი, ეროვნული უსაფრთხოების კონსენსუსი. კიდევ განვმეორდები, დისკუსიებისთვის ღია ვართ, ამ ფორმატში უკვე 11 წელია, ვარ და არ მახსენდება, ევროკავშირს ერთი შეხვედრით მიეღოს გადაწყვეტილება. მაგრამ თუ გარკვეულ გზამკვლევს შევიმუშავებთ, ეს უკვე იქნება საფუძველი სასიკეთო შედეგების. მინდა, შეგახსენოთ, რომ სწორედ ტურისტული ვიზებით შემოსულმა ადამიანებმა აქ, ჩეხეთში ააფეთქეს ქარხნები, პასუხისმგებლები არიან სოლსბერიზე. მინდა, შეგახსენოთ რამდენიმე მკვლელობა. ეს ის ფაქტებია, რომელიც ომამდე მოხდა, ომის შემდეგ ჩვენ უსაფრთხოების გაზრდილ რისკებს ვხედავთ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა