მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს

ნახვები: 446 ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს

ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსული MiG-29-ის ჩანაცვლებას ამერიკული F-16-ით გეგმავს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა, იანა ჩერნოხოვამ, მისმა პოლონელმა კოლეგამ, მარიუშ ბლაშაკმა და სლოვაკეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იაროსლავ ნადმა შესაბამის შეთანხმებას ხელი შაბათს მოაწერეს.

„შეთანხმება ძალაში შევა პირველ სექტემბერს, როდესაც სლოვაკური MiG-29 გამანადგურებლების ექსპლუატაცია შეწყდება“, – ნათქვამია ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „ბიბისი“ წერს, სლოვაკეთი წყვეტს MiG-29-ის გამოყენებას, რადგან მათი მოვლა გაძვირდება, შესაბამისი უნარების მქონე ტექნიკოსები კი თანდათან ტოვებენ ქვეყანას.

აპრილში სლოვაკეთში განაცხადეს, რომ შესაძლოა, ექსპლოატაციიდან ამოღებული MiG-29-ები უკრაინას გადასცენ დახმარების მიზნით, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა