გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ
ანდრია ჯაღმაიძე - გარკვეული „არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის

ჰუბერტ ქნირში - ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას

26.08.2022 ნახვები: 628

ერთი რამ ნათელია, გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება, – ამ შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

როგორც ქნირში აცხადებს, გერმანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია, მათ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ და მათი სულისჩამდგმელი არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მეორე ქვეყანა, მოგზაურობენ ამ ქვეყანაში, ცხოვრობენ, განათლებას იღებენ და მუშაობენ.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს განსაკუთრებული დღეებია. ოთხი წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ, რომ მოგვეცა იმ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც გვიყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და გვიზიარებდნენ სამომავლო გეგმებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი უფლებამოსილი წარმომედგინა გერმანია საქართველოში. გერმანულ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებულია, მათ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ და მათი სულისჩამდგმელები არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მეორე ქვეყანა, მოგზაურობენ ამ ქვეყანაში, ცხოვრობენ, განათლებას იღებენ და მუშაობენ.

ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რომ ამ ფუნდამენტურ პარტნიორობას, არავინ მიაყენოს ჩრდილი და ზიანი. გულითადად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, – აღნიშნავს ჰუბერტ ქნირში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა