ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

კახა კალაძე - ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან, ეს დადასტურებული ფაქტებია

ნახვები: 602 კახა კალაძე - ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან, ეს დადასტურებული ფაქტებია

არ მინახავს ეს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა, რადგან ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის იმ განცხადებაზე, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ „აშშ-ს სრული ნდობა აქვს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ“.

კალაძის თქმით, ISFED დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით.

„მეორადი შედეგების დათვლა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოყოლოდა ჩაღრმავება, უფრო დეტალებში წასვლა, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, მე ეს არ მიმაჩნია სწორად. რა თქმა უნდა, დღესაც არ არის გვიან, სჭირდება უფრო დეტალებში შესვლა, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით კალაძე აღნიშნავს, რომ ვალდებულებები აუცილებლად შესრულება და მმართველი გუნდის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება.

ამავდროულად, კახა კალაძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები მიუთითებს, რომ ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტორები არიან.

„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ის პუნქტები, რაც იყო მოცემული, რათა ჩვენ შევასრულოთ არსებული ვალდებულებები, ამაზე არაერთხელ გაკეთდა განცხადება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებებია, რომელიც აუცილებლად შესრულდება, ისევე როგორც შესრულდა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები, ასევე მიმდინარეობს ამის პროცესი, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის გზაზე უამრავი განსახორციელებელი და შესასრულებელი ვალდებულებები იყო, ყველაფერი იქნა გაკეთებული. ასევე, ეს დათქმა – ყველაფერი იქნება იდალურად შესრულებული ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, თქვენ დააკვირდით უბრალოდ, ხალხი ხომ ყველაფერს ხედავს. დღეს ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. დავაკვირდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ხელმძღვანელების განცხადებებს. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტორები. ჩვეულებრივი პოლიტიკური მოთამაშეები არიან. რაც არის შინაარსობლივად არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა