თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ემანუელ მაკრონი - რუსეთმა გააკეთა არჩევანი, რომ გადაეხვია საერთაშორისო პრინციპებისთვის, ეს არის სისუსტე, მოვუწოდებ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან

ნახვები: 630 ემანუელ მაკრონი - რუსეთმა გააკეთა არჩევანი, რომ გადაეხვია საერთაშორისო პრინციპებისთვის, ეს არის სისუსტე, მოვუწოდებ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან

რუსეთმა გააკეთა არჩევანი, რომ გადაეხვია საერთაშორისო პრინციპებისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, 8 წლის წინ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები და საფრანგეთი მუდამ უკრაინის გვერდით დგას.

„ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენ ერთი წლის წინაც შევიკრიბეთ და დავგმეთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა აირჩია ომი და კიდევ ერთხელ დაარღვია ფუნდამენტური ნორმები, დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საფრანგეთი, ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის თავდაცვას, რადგან ეს სამართლიანი ბრძოლაა თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობისთვის. ჩვენი შემართება არ შეცვლილა. ჩვენ მზად ვართ, ეს ძალისხმევა გრძელვადიანად გავაგრძელოთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ეხება არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ეს არის ბრძოლა საერთაშორისო წესრიგის დასაცავად.

„ომი დაიწყო რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით. ის, რაც ხდება დღეს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ომი ევროპის ტერიტორიაზე, არამედ ეს ეხება უნივერსალურ პრინციპებს და შესაძლებელობას, ვიცხოვროთ მშვიდად და პატივი ვცეთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს, რაც წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტს. რუსეთმა გააკეთა არჩევნი, რომ გადაეხვია ამ პრინციპებისთვის. ეს არის სისუსტე. მე მოვუწოდებ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები და გაიყვანოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან, გამოიყენოს დიპლომატიის ყველა ფორმა, რომ უკრაინის ტერიტორია და მომავალი დაცული იყოს. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ომი ეხება ასევე ყირიმსაც, ისევე როგორც უკრაინის იმ ტერიტორიას, სადაც ომი ბოლო 6 თვეა, გრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა