თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მიხაილ პოდოლიაკი - კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა სამხედრო გზით და აპირებენ, იგივე გააკეთონ მოლდოვის, საქართველოსა და ყაზახეთის შემთხვევაშიც

ნახვები: 625 მიხაილ პოდოლიაკი - კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა სამხედრო გზით და აპირებენ, იგივე გააკეთონ მოლდოვის, საქართველოსა და ყაზახეთის შემთხვევაშიც

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია, რადგან მოსკოვი ამით არ არის დაინტერესებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე საუბრით რუსეთი ცდილობს, მოიგოს დრო, რათა მოემზადოს დამპყრობლური პოლიტიკის გასაგრძელებლად.

„დიდი შეთანხმება ომსა და მშვიდობაზე შეუძლებელია, რადგან რუსეთი ამით დაინტერესებული არ არის. კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა სამხედრო გზით. ასევე, კრემლში აპირებენ, იგივე გააკეთონ მოლდოვის, საქართველოს და ყაზახეთის შემთხვევაშიც. მათ სურთ, ევროპას თამაშის წესები უკარნახონ. მშვიდობა მათ გეგმებში არ შედის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, რუსეთი დროის მოგების მიზნით აწყობს ევროპის ენერგეტიკულ შანტაჟს, რადგან მოელის, რომ გაზის დეფიციტი სუსხიანი ზამთრის შემთხვევაში ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს.

„ვთქვათ, უკრაინა დათანხმდა და დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან. დადგა სამშვიდობო ზავი. მაშინ რუსეთი წამოაყენებს შემდეგ პირობებს: უკრაინამ უნდა აღიაროს არსებული ფრონტის ხაზი ახალ საზღვრად. ჩვენ ცხადია, არ დავთანხმდებით ჩვენი ოთხი ოლქის ანექსიას. მაშინ საბრძოლო მოქმედებები განახლდება. მაშინ რუსეთი გაავრცელებს პროპაგანდისტულ გზავნილს ევროპაში: „ნახეთ, ომი დასრულდა და უკრაინა ისევ უტევს“, – ისინი ასე გვაქცევენ ომის ახალი ეტაპის ინიციატორებად“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა