თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ-ვახტანგ გომელაური

ნახვები: 629 აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ-ვახტანგ გომელაური

აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე დასმულ კითხვას.

კერძოდ, გომელაურმა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.

ვახტანგ გომელაურის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლებებს ვერ შეუზღუდავენ და სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად მივაბრძანებთ, თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი შემოდგომები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა