მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

ნახვები: 451 ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მადლიერებას გამოვხატავ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების – საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ალბანეთის, ასევე იაპონიისა და მალტის (საბჭოს მომავალი წევრების რანგში) მიმართ, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის განხილვის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადებისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავს ეძღვნება. ასეთი განცხადებების მეშვეობით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია მინისტრის „ტვიტერის“ გვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა