უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გაასაჯაროონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები

12.08.2022 ნახვები: 554

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებსა და სამხედროებს მოუწოდა, არ გაასაჯაროონ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმები. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ლიდერმა ომის 169-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა.

„მინდა, დღეს აღვნიშნო მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისა და სხვა პირთათვის, ვინც კომენტარს აკეთებდა ფრონტზე შექმნილი სიტუაციის შესახებ, საუბრობდა მეთაურთა თავდაცვით ჩანაფიქრებზე, კონკრეტული ოპერაციების მომზადებაზე. საერთო წესები მარტივია – ახლა ნამდვილად არ არის პატივმოყვარეობისა და ხმამაღალი საუბრების დრო. რაც ნაკლებ დეტალს გაამხელთ ჩვენი თავდაცვითი გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება ამ გეგმების რეალიზაციისთვის. თუ გნებავთ ხმამაღალი სათაურებით გამოჩნდეთ, ეს სხვა საქმეა და გულწრფელად უპასუხისმგებლობაა. თუ თქვენ უკრაინის გამარჯვება გსურთ. ეს სულ სხვა საქმეა და თქვენ უნდა გრძნობდეთ პასუხისმგებლობას ყველა ნათქვამ სიტყვაზე, რაც ეხება ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვით თუ კონტრშეტევით გეგმებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი ასე გამოეხმაურა გენერალ-მაიორ დმიტრი მარჩენკოს ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ უკრაინა ხერსონის დეოკუპაციას და ომის აქტიური ფაზის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს.

ამ განცხადებაზე დღეს კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარმა. მისი თქმით, სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე არ უნდა საუბრობდნენ, ხოლო ჟურნალისტები არ უნდა კითხულობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ინფორმაციის გამჟღავნება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა