თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ხატია დეკანოიძე - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

ნახვები: 628 ხატია დეკანოიძე - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან არის უბრალოდ წარმოუდგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში.

„მისი აწმყო არის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. მე მხოლოდ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებიდან და ადოკატების განცხადებების გამომდინარე არ ვიმსჯელებ, რადგან წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. იგი არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, იგი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და არაბუნებრივი იმაში, რომ მას უკრაინის მოვლენები ახლა ძალიან აინტერესებს, ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, დატოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა: „ჩვენ როგორც პარტიას, მის მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან გვაქვს წლების განმავლობაში კავშირი, ჩვენ არავითარი განცხადება, არავითარი პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან.“

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება ვერ მოხდება საქართველოდან და საქართველოს პოლიტიკიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა