დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

გიორგი კალანდარიშვილი - აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მოტივთან, რაც სამწუხაროა, რადგან ასეთმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს ინსტიტუცია

08.08.2022 ნახვები: 563

ფაქტობრივად, ჩვენი მოლოდინი პრეზიდენტის მოტივთან დაკავშირებით გამართლდა და აღმოჩნდა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მოტივთან, რაც სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს ინსტიტუცია, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილია კონკურსის რამდენიმე ეტაპი და ჯერ დასკვნებზე საუბარი ნაადრევია.

„კარგად ვნახეთ, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ფართო პოლიტიკური ინსინუაციები. ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა პრეზიდენტთან მიმართებაში, რომ ეს საკონკურსო კომისია ატარებდა ფორმალურ ხასიათს და იქ რაიმე ტიპის ჩარევა უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, რომ ალბათ, გარკვეულწილად, ამ გარემოებებმაც იქონიეს გავლენა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. მოლოდინი მქონდა, რომ დინამიკაში არსებული მრავალპარტიული მხარდაჭერა, რომელიც მზარდი იყო ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში, ზუსტად ამან განაპირობა, რომ მესამედ მიმემართა საკონკურსო კომისიისთვის და მქონოდა შესაძლებლობა, რომ სათანადო ეტაპზე ზუსტადაც რომ საკანონმდებლო ორგანოსთან უზრუნველმეყო, რაც შეიძლება გამეზარდა მაქსიმალურად მხარდამჭერთა რაოდენობა, რისი შესაძლებლობაც სამწუხაროდ არ მომეცა. ჩვენ თავდაპირველი შემართებით, მოტივაციით ვაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ, ვიდრე შესაბამისი უფლებამოსილების ვადა იარსებებს. როგორც იცით, ვიდრე ახალი თავმჯდომარე ან ახალი კომისიის წევრები არ იქნებიან არჩეულები, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავებთ, რომ კვლავ ყველა დაწყებული თუ დასაწყები საქმე ასევე წარმატებით და შესაბამისი შედეგებით განხორციელდეს და გაკეთდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რამდენიმე ეტაპი დარჩა კონკურსის, რომელიც გულისხმობს საკომიტეტო მოსმენას, სესიებზე კენჭისყრის პროცედურებს და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია გარკვეულ დასკვნებზე საუბარი, თუ რას შეიძლება ველოდოთ ამ კონკურსიდან. შემდგომ უკვე საზოგადოებასთან ერთად მოვახდენთ გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა მიმართულებით სჯობს რომ წავიდეთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა