მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ოპოზიციის ნაწილს არ აქვს ილუზია, რომ სამუშაო ფორმატებში "ოცნება" დაწერს დეოლიგარქიზაციის, ან სასამართლო რეფორმების კანონს ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან

ნახვები: 467 ოპოზიციის ნაწილს არ აქვს ილუზია, რომ სამუშაო ფორმატებში "ოცნება" დაწერს დეოლიგარქიზაციის, ან სასამართლო რეფორმების კანონს ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან

ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება. მთავარი თემა იმ რეკომენდაციების შესრულებაა, რომელიც საქართველომ სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. პარალელურად შეხვედრა აქვს დანიშნული ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში არ ერთვება. ეს პარტიები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს დაგეგმილ შეხვედრას სავარაუდოდ არც დღეს დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო". ამ სამი პოლიტიკური პარტიის ინიციატივით დღეს ისინი ხვდებიან არასამთავრობო სექტორს და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ისინი მსჯელობენ ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით, არჩევის წესთან მიმართებაში, რაც არის ევროკავშირის რეკომენდაციების ბოლო პუნქტი. ეს პარტიები აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლებენ მხოლოდ საკომიტეტო და სასესიო ფორმატებში და ამბობენ რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობას არ აქვს აზრი. 

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მათ არ აქვთ ილუზია, რომ "ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფის ფორმატში დეოლიგარქიზაციის ან სასამართლო რეფორმების კანონს დაწერს.

"იყოს დამოკიდებული ომბუდსმენის არჩევა არა "ქართული ოცნების" კეთილ ნებაზე, არამედ საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას გარანტიები. ჩვენ არ ვქმნით ილუზიას იმისას, რომ სამუშაო ფორმატებში "ქართული ოცნება" დაწერს დეოლიგარქიზაციის კანონს ან სასამართლო რეფორმების კანონს. კომიტეტში როცა მოვა კანონპროექტი "ქართული ოცნების" და დახვდება ჩვენს მიერ რეკომენდაციების შესაბამისი კანონპროექტი, ეს იქნება ნათელი სიცხადე, რეალური, ვის უნდა ევროპაში ინტეგრაცია და ვის არა, აი ამისთვის არის ეს პროცესი," - აცხადებს მანჯგალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა