მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 474 არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს-პაატა მანჯგალაძე

„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ ყოფილიყო და ქართული პოლიტიკიდან განდევნილი ყოფილიყო, არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სასიკეთოს არ ელოდება.

როგორც ექიმები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა მისგან არ მომისმენია, არც პოლიტიკიდან წასვლაზე და არც დარჩენაზე. არის თუ არა მისი პატიმრობა პოლიტიკური? – მართლმსაჯულების ინტერესს პოლიტიკური ინტერესი წინ უსწრებს. „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საერთოდ არ ყოფილიყო და ქართული პოლიტიკიდან განდევნილი ყოფილიყო. არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს იმის აღიარება იქნება, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ჰყავდა. ამიტომ, ამ კამპანიისგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სასიკეთოს არ ველოდები“, – განაცხადა მანჯგალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა