თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი არ არის ისეთი, რომლის ყოფნა-არყოფნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკაში-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 628 მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი არ არის ისეთი, რომლის ყოფნა-არყოფნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკაში-მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი არ არის ისეთი, რომლის ყოფნა-არყოფნა ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„არ მგონია, რომ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა-არყოფნის საკითხი რამენაირ გავლენას ახდენდეს სააკაშვილის სამკურნალოდ წასვლის გადაწყვეტილებაზე. ეს საკითხი იმისგან დამოუკიდებლად წყდება, როგორი იქნება მისი დამოკიდებულება პოლიტიკაში ყოფნაზე. იმას ვგულისხმობ, რომ სასჯელი აღსრულდება იმის მხედველობაში მიუღებლად, თუ როგორია მისი დამოკიდებულება პოლიტიკურ პროცესებზე. ყველას ერთნაირი სამართლებრივი უფლებები აქვს, რომელიც არ შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, როგორია მისი მონაწილეობა და როლი პოლიტიკაში. არ შეიძლება, სასჯელის აღსრულების სამართლებრივი გზები ვარირებდეს იმის მიხედვით, როგორია პირის დამოკიდებულება პოლიტიკურ პროცესებზე“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა