თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს

ნახვები: 627 ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი - „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს

რუსული „გაზპრომის“ განცხადება ევროპაში გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებულია და ტექნიკური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ამის ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ არის გონივრული სტრატეგია გაზზე მოთხოვნის შემცირება“, – თქვა ევროკომისარმა.

კადრი სიმსონის განცხადებით, ელოდება, რომ ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდებიან ევროკავშირის საგანგებო წესებზე, რომლებიც ქვეყნებს ავალდებულებს შეზღუდონ გაზის მოთხოვნა. სიმსონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ განცხადება გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების შესახებ აიძულებს ევროკავშირს, მოემზადოს რუსეთიდან მიწოდების ნებისმიერ მომენტში შეწყვეტისთვის.

რუსულ კომპანია „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინა გაჩერდა, შედეგად ევროპაში გაზის მიწოდება ორჯერ შემცირდება. ამის მიზეზად რუსულ კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები დაასახელეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა