4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება

ნახვები: 508 ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება

ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი 2023 წელს, უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. კონკურსის წესების მიხედვით, ევროვიზიის მასპინძელი ის ქვეყანა ხდება, რომელმაც კონკურსი მოიგო. წელს ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა.

თუმცა, ჯერ კიდევ ივნისში კონკურსის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ევროვიზიის ჩატარება უკრაინაში ვერ მოხერხდება. ამის შემდეგ კონკურსის მასპინძლობის მიზნით მოლაპარაკება იმართებოდა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ „ევროვიზია -2023“-ს ბრიტანეთი უმასპინძლებს, კონკურსზე უკრაინის გამარჯვება სათანადოდ იქნება ასახული.

ევროვიზიის ორგანიზატორების გადაწყვეტილების გამო უკრაინის მთავრობამ უკმაყოფილება გამოხატა. მათი თქმით, უკრაინა შეძლებდა კონკურსზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსის სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

„ევროვიზია-2023“-ის მასპინძელი ქალაქი ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ინტერესი უკვე გამოთქვეს გლაზგომ და მანჩესტერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა