თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც მას დასვენების საშუალებას მისცემს, ისინი ამ პაუზას არ გამოიყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად

ნახვები: 626 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც მას დასვენების საშუალებას მისცემს, ისინი ამ პაუზას არ გამოიყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაყინვა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნა.

„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთს დასვენების საშუალებას მისცემს. ისინი ამ პაუზას არ გამოიყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად, ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე უარის თქმისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინელმა ლიდერმა რუსეთი შეადარა „ვეშაპს, რომელმაც უკვე გადაყლაპა უკრაინის ორი რეგიონი და ახლა ამბობს, რომ კონფლიქტი გაიყინოს“.

ზელენსკის თქმით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებამ შესაძლებელი გახადა ფრონტის ხაზზე ვითარების რადიკალური ცვლილება და რუსეთი ახლა გაცილებით ნაკლებ ჭურვს ისვრის უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ხუთი თვის მოვლენების შემდეგ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება არ სურთ.

„საზოგადოებას სჯერა, რომ ჯერ ყველა ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო საუკუნეებში. ჩვენი ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს შეგვიძლია და რაც უფრო სწრაფად გავაკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლები დაიღუპება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა