თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ევროპარლამენტარებთან დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეზოლუციას, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 629 ევროპარლამენტარებთან დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ რეზოლუციას, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დააფიქსირეს პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, ასევე ევროკომისიის ჩანაწერებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტართა მხრიდან გაცემული პასუხების თაობაზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.

„პირველ რიგში, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია დელეგაციის წინაშე რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერები და დოკუმენტი, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს იყო ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა. მე შემიძლია, გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. თქვენც იცით, რომ როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი აქტიურად გამოიყენება პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ რეზოლუციის და ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან, ამაზე დაისვა ჩვენი მხრიდან კითხვები და წამოიჭრა ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა