4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან მოხდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმა

ნახვები: 507 მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან მოხდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმა

არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და კელი დეგნანთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხახდება შეაფასა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩზე თავდასხმის შესახებ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება.

„ვაი, თუ კარგად არ არის ინფორმირებული ან მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ, რადგან ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. ამას ვერ დავეთანხმები და არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც დეგნანთან დაკავშირებით მოსამართლემ ისაუბრა.

„რაც შეეხება საკითხებს, რაზეც დისკუსია გაჩნდა საზოგადოებაში, გამოვიდა მოსამართლე და თქვა ის, რაც თქვა. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, კითხვები გაუჩნდათ პოლიტიკოსებსაც. გუშინ ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს და არ მაქვს განცდა, რომ ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ა.შ. მით უფრო იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტება იყო ისეთი, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება, არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი აუცილებელია. არ მგონია, ამ შემთხვევაში ვითარება ისე დრამატულად იყოს, როგორ წარმოჩენასაც ზოგიერთი ჟურნალისტი ცდილობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა