პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

უკრაინის პირველმა ლედი აშშ-ის კონგრესს - ახლა გთხოვთ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა, გთხოვთ იარაღს

ნახვები: 658 უკრაინის პირველმა ლედი აშშ-ის კონგრესს - ახლა გთხოვთ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა, გთხოვთ იარაღს

ახლა გთხოვთ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა, გთხოვთ იარაღს, – ამ სიტყვებით უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესს მიმართა.

„ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დგას ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის ბრძოლაში – ადამიანის ცხოვრებისა და დამოუკიდებლობისთვის. თქვენ ძალიან ძლიერად გვეხმარებით. ახლა გთხოვთ იმას, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა. მე გთხოვთ იარაღს! იარაღი არა უცხო მიწაზე ომის დასაწყებად, არამედ ჩვენი სახლის დასაცავად და ცოცხლად გაღვიძების უფლების დასაცავად”, – განაცხადა ზელენსკამ.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა იცის, რა არის ტერორისტული თავდასხმები და ყოველთვის ცდილობდა ტერორიზმის დამარცხებას.

„დაგვეხმარეთ, შეწყდეს ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ და ეს იქნება ჩვენი დიდი საერთო გამარჯვება – სიცოცხლის, თავისუფლებისა და თითოეული ადამიანის, ყველა ოჯახის ბედნიერებისკენ სწრაფვის სახელით“, – აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა