ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

სერგეი ლავროვი - უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია

ნახვები: 600 სერგეი ლავროვი - უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია

უკრაინისა და მოლდოვისთვის „ევროკავშირის მარადიული კანდიდატის“ სტატუსის მინიჭება რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური გამბიტის ნაწილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საკუთარ სტატიაში დაწერა, რომელიც რუსულ გამოცემა „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთში არეკლამებენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ „ევროპის პოლიტიკურ თანამეგობრობას“, სადაც არ იქნება განსაკუთრებული ფინანსური და ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ იქნება მოთხოვნები ევროკავშირთან სრული სოლიდარობის შესახებ მის ანტირუსულ ქმედებებში. ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი მასში გასაწევრიანებლად მოიწვევს ევროპის ყველა ქვეყანას – „ისლანდიიდან უკრაინამდე“, მაგრამ არა რუსეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს არ სჭირდება იქ წასვლა, მაგრამ თავად განცხადება არის მანიშნებელი, რომელიც ამჟღავნებს ამ ახალი განზრახ კონფრონტაციული, გამყოფი წამოწყების არსს.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს ინსტრუქტორები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მსროლელები უკვე ხელმძღვანელობენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული ბატალიონების მოქმედებებს პირდაპირ ადგილზე.

„იმედი მაქვს, რომ ევროპელებს შორის არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან, რა შედეგები მოჰყვება ამას“, – აცხადებს ლავროვი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა