კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ირანმა სანქციები დაუწესა კიდევ 61 ამერიკელს, მათ შორის აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს

ნახვები: 596 ირანმა სანქციები დაუწესა კიდევ 61 ამერიკელს, მათ შორის აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს

ირანმა სანქციები დაუწესა დამატებით 61 ამერიკელს, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ირანელი დისიდენტების მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„შავ სიაში“ შეყვანილ სხვა პირებს შორის არიან ასევე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურმა თეირანმა გამოაცხადა მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს ასრულებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ირანის ეს ნაბიჯი დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან „შავ სიაში“ შეყვანილი პირები დიდი ალბათობით ირანში აქტივებს არ ფლობენ, რის გაყინვასაც დაწესებული სანქციები ითვალისწინებს.

ირანის ხელისუფლებამ 51 ამერიკელს სანქციები მიმდინარე წლის იანვარში დაუწესა, ხოლო კიდევ 21-ს, აპრილში.

ამჟამად მიმდინარეობს ირანსა და აშშ-ის შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის საკითხზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები, რომლებიც ვენაში ნომებერში დაიწყო და ყატარში ივნისში გაგრძელდა. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმება გააუქმა და თეირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები აღადგინა. საპასუხოდ ირანმა შეთანხმებით გათვალისწინებული ბირთვული პროგრამის შეზღუდვები დაარღვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა