კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია-გია ვოლსკი

ნახვები: 596 ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია-გია ვოლსკი

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არ იგეგმება.

„ბიძინა ივანიშვილის არანაირი დასანქცირება არ იგეგმება, რადგან არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერმაკისა და მაკფოლის თანათავმჯდომარეობით ჯგუფი შეიქმნა, ამას ამერიკის კონგრესიდან განცხადებაც მოჰყვა, რომ ერმაკი შეიძლება საერთოდ „ფეესბეს“-ზე მუშაობს. არავის კითხვა არ დაბადებია იმაზე, რატომ თქვა ეს კონგრესმენმა, რომელიც კონგრესში უკრაინის საკითხების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს? რადიკალურ ოპოზიციას როგორც უხარია, ინფორმაციას ისე აჟღერებს და ვითარებას იმ კუთხიდან ქმნის, თავად როგორც ქმნის მოთხრობებს. შემდეგ ამ მოთხრობებზე კითხვებსაც იგონებს და პასუხებსაც თავად სცემს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა