Zelensky: Ukraine will defend Kyiv by any means as Russia seeks to drive people from cities
Explosions rock Russian plant producing components for Iskander missile fuel
Air defences shoot down 110 of 155 Russian drones launched against Ukraine overnight
Russia loses 2,262 more soldiers in war against Ukraine
Trump adds Ukraine to joint statement with NATO chief urging restraint in war escalation
Ukraine foils Russia`s `Bear`s Corner`encirclement plan in Kharkiv region – military spox
SSU detains serviceman suspected of guiding Russian strikes at Ukraine’s Defense Forces in Donetsk region
ბათუმში დაკავებული ყველა თურქი გულშემატკივარი გათავისუფლებულია – ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ ვითარების გამწვავების საფრთხე აღმოფხვრილია

ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე: „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, სამართალდამცველების მოქმედება პროპორციული იყო

ნახვები: 232 ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩთან შეხვედრაზე: „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, სამართალდამცველების მოქმედება პროპორციული იყო

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებული დაპირისპირების დროს თურქი გულშემატკივრების ნაწილი პროვოკაციულად მოქმედებდა, პოლიციელებს ქვებს, ბოთლებსა და ბლაგვ საგნებს ესროდა, რის შედეგადაც რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა. პატარაძის მტკიცებით, ქართული პოლიციის მოქმედება პროპორციული და კანონთან შესაბამისი იყო.

როგორც პატარაძე სოციალურ ქსელში წერს, მომხდარის გარემოებები თურქეთის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან შეხვედრაზე დეტალურად განიხილა.

მისი თქმით, თურქ დიპლომატს განუმარტა, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობისას „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრესიულად იქცეოდა, აზიანებდა ქალაქის ინფრასტრუქტურას და პოლიციის თანამშრომლების მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს იყენებდა.

„საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა“, – აცხადებს პატარაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თურქ გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოუჩინეს ბანერები, რომელთა შინაარსიც საქართველოს მოსახლეობისთვის მგრძნობიარე იყო და რომელთა საჯაროდ გამოფენას, მისი შეფასებით, დამატებითი დაპირისპირების გამოწვევა შეეძლო.

„მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი“, – აღნიშნავს პატარაძე.

მისივე განცხადებით, პოლიციის მოქმედებები მიმართული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა“, – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

პატარაძის თქმით, თურქეთის ელჩს განუმარტა, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად შეასრულა საკუთარი მოვალეობა და ვითარებაზე კონტროლი აღადგინა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში მდგომარეობა სრულად განმუხტულია, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქი გულშემატკივრების სამშობლოში შეუფერხებელ დაბრუნებას უზრუნველყოფს.

„ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, – წერს ზურაბ პატარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა