კვლევა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილია II-ის შემდეგ - შიო III-ის ეპოქის დასაწყისი
რომან გოცირიძე - რამდენი დაკარგეს საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გლობალური საფონდო ბაზრების მკვეთრი გაუფასურების შედეგად?
Zelensky: Ukraine will defend Kyiv by any means as Russia seeks to drive people from cities
Explosions rock Russian plant producing components for Iskander missile fuel
Air defences shoot down 110 of 155 Russian drones launched against Ukraine overnight
Russia loses 2,262 more soldiers in war against Ukraine
Trump adds Ukraine to joint statement with NATO chief urging restraint in war escalation
Ukraine foils Russia`s `Bear`s Corner`encirclement plan in Kharkiv region – military spox

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიას ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა

ნახვები: 334 თურქეთის იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიას ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა

 

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აკინ გიურლექმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ბათუმში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება მოსთხოვა.

როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ის ქართველ კოლეგას პირადად დაუკავშირდა და თურქეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა.

„ბათუმში მომხდართან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს დავუკავშირდი. საუბრისას მოვუწოდე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ, დაკავებული თურქეთის მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ინციდენტებში მონაწილე პირების მიმართ დაუყოვნებლივი სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ. ამასთან, იმედი გამოვთქვი, რომ მიღებული იქნება საჭირო ზომები მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა გიურლექმა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ანკარა საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იმყოფებიან ისინი.

„მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, მათი უფლებების დასაცავად მტკიცედ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით, თურქი გულშემატკივრები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

მატჩამდე ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრების ნაწილი პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა და სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრი მომხდარზე საქართველოს ხელისუფლებისგან რეაგირებასა და დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა