სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა

ნახვები: 239 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. 
 
თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი პატარიძე შეცვალა, რომელმაც დღეს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით მიმართა.

პატარიძის თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა საქართველოს პროკურატურის რეკომენდაცია, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოსთხოვა.

აღნიშნული რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფონზე გაიცა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა, სადაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ამ დროისთვის პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რა გარემოებები გამოიკვეთა გამოძიების ფარგლებში ან კონკრეტულად რამ განაპირობა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა