სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ

ნახვები: 223 მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერების განცხადებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი დეზინფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ყალბ მასალებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

მაკრონის თქმით, საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში პირდაპირი უცხოური ჩარევის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა აშკარაა ინფორმაციული მანიპულირების მცდელობები.

„ჩემი აზრით, მომხდარ მოვლენებში პირდაპირი უცხოური ჩარევა აშკარა არ არის, თუმცა ადგილი აქვს ინფორმაციით მანიპულირებას, რამაც ბევრი ადამიანის მხრიდან, მათ შორის უცხოელი ლიდერების მხრიდან მიუღებელი და სულელური კომენტარები გამოიწვია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, ზოგიერთი უცხოელი ლიდერი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.

„ლიდერები როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ატლანტის ოკეანის გაღმა, მიამიტურად იმეორებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ნარატივებს ან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებაც გარკვეულ წრეებს სურთ. ნათელია, რომ ისინი ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეომასალებზეც, რომლებშიც, მისი თქმით, ასახულია მოვლენები, რომლებიც რეალურად არ მომხდარა.

„ჩვენ ვნახეთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები, სადაც ისეთი სცენები ჩანს, რაც საფრანგეთში რეალურად არ მომხდარა. ნაწილი იმასაც კი აცხადებდა, რომ მიგრანტებისა და ისლამისტების ურდომ გადაგვიარა, რაც სრული სიცრუეა“, – განაცხადა მან.

მაკრონს კონკრეტული უცხოელი ლიდერები არ დაუსახელებია, თუმცა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობის შესახებ ბოლო დღეებში არაერთი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე „მუსლიმური ქალაქი“ გახდება.

წყარო: The Guardian.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა