ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

ნახვები: 317 ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

 

თბილისში ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ეფუძნება.

სააგენტოს ცნობით, ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, გამკაცრდა სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მის დაცვაზე კონტროლი. ზედაპირები და შიდა სივრცეები ორ საათში ერთხელ სუფთავდება და დეზინფიცირდება, ხოლო ყოველი სააღმზრდელო დღის დასრულების შემდეგ ბაღების ტერიტორიაზე დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

„თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი პროტოკოლის ფარგლებში ცვლილებები შევიდა ბავშვების კვების რაციონსა და სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის გამოყენების წესშიც.

„შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს“, - აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება დროებითი პროტოკოლის მოქმედება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა