წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით
კრასნოდარის პორტში დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია
ფრიდრიხ მერცი - გაყინული რუსული აქტივები არა შეერთებულ შტატებს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
კირ სტარმერი - ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს​ წინააღმდეგ
ამინდი 5 დეკემბერს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით

05.12.2025 ნახვები: 208

ჩვენი ამოცანა ახლა არის სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ითქვა რუსეთში და რა სხვა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით - ჩვენზე, ჩვენს დამოუკიდებლობაზე ზეწოლისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი ინფორმაციით, დღეს უკრაინის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

„უკრაინა მზადაა ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობის მიღწევა - და რომ ეს, ბოლოს და ბოლოს, ღირსეული მშვიდობა იყოს. მხოლოდ ღირსეული მშვიდობა უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოებას და ჩვენ სრულად გვესმის, რომ ეს მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ქალაქ მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი. აშშ-ის მხრიდან კი დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი, რომლებიც სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა