რა თქმა უნდა, არანაირი ნდობა მაგ მსვლელობის მიმართ არავის არა აქვს. სულ რომ ყველა გულწრფელად მოსულიყო, ქოცების უნარ-ჩვევების და საჯარო მოსამსახურეობრივი ტიპაჟების დიდი რაოდენობის გამო, ყველა ნორმალური ადამიანი იფიქრებს, რომ აქციაზე უმეტესოbა ხელისუფლების და ეკლესიის მიერ იყო მობილიზებული.
ავტორიტარული ხელისუფლების არც ერთ თავყრილობას სანდოობა არა აქვს და ეს გასაგებია.
თუმცა, ისიც ცხადია, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ძირითადად ეკლესიის ხაზით მოსულები, მართლაც გულწრფელად მოვიდნენ ამ ღონისძიებაზე.
ამას აქვს ერთად-ერთი საფუძველი - ისტერიული, ახირების დონემდე მისული ჰომოფობია.
აი, ადამიანი კასპში რომ ცხოვრობს და იქაური მერის მადლობელია, რომ მის უბადრუკ, გაჩანაგებულ ქალაქში არასდროს არ იქნება გეი-პარადი...
ფუ, შენი... კასპში ცხოვრობს, რაც უკვე თავისთავად სასჯელია, შენს ცხოვრებაში არაფერი ნათელი არ იყო შენთვის დედამიწაზე გაჩენის შემდეგ, რა სხვისი უკანალი დაცვა აგიტყდა?
ასეთი ახირებული ჰომოფობი არის ალბათ საქართველოს მოსახლეობის 10-15% და სწორედ ისინი არიან მრევლიც და ქოცების იდეური დასაყრდენი.
რატომ, რაშია საქმე? საიდან ასეთი გაცეცხლება საკითხზე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ქართველთა 95%-ს საერთოდ არანაირად არ ეხება?
სახელისუფლებო პროპაგანდა გასაგებია, ეს ფაქტორია, თუმცა არა გადამწვეტი - ქოცები და მამაოები მხოლოდ იყენებენ ან ობსცესიურ გადახრას, მაგრამ მისი ავტორები არ არიან.
მაშ რატომ? და საერთოს - რატომაა ჰომოფობია განსაკუთრებით გაშმაგებული მაინც და მაინც პოსტსაბჭოთა სივრცეში?
ჩემი დაკვირვებით, აქ ძირითადად 3 მიზეზია:
1. რელიგია. მორწმუნეებს რომ ჰკითხო, ქრისტიანობა ყველაზე ჰუმანური რელიგიაა. შესაძლია, ასეც იყოს, ოღონდ ეს ჰუმანიზმი ვრცელდება მხოლოდ თავისიანებზე, უცხოებს, ვინც მათ რწმენას არ იზიარებს - ჯოჯოხეთი ელის.
ბევრად უფრო ველურ და დაუნდობელ დროში, წარმართულ ეპოქაში არანაირი ჰომოფობია არ არსებობდა - რომაელებს, ბერძნებს, სპარსებს, და ა. შ. ეგ საკითხი საერთოდ არ ანაღვლებდა.
ჰომოსექსუალიზმის პირველი გმობა გამოჩნდა ძველ აღქმაში, მსოფლიოში პირველი ჰომოფობები იყვნენ იუდეველები, შემდეგ მიემატნენ იუდაიზმის შვილები - ქრისტიანობა და ისლამი.
სწორედ ამიტომაა ჰომოფობია განსაკუთრებით ძლიერი მრევლში.
2. ქურდული გაგება, ზოგადად კრიმინალური მენტალიტეტი.
ცნობილია, რომ შავ სამყაროში გეობა განსაკუთრებით დიდ ცოდვად ითვლება და ბუნებრივი მოვლენის გარდა კიდევ არის ურჩი პატიმრების დასჯის და დამცირების იარაღი.
საქართველოში ქურდული მენტალიტეტის მატარებლები ძირითადად არიან ისევ და ისევ იგივე ხალხი - გაუნათლებელი, უსაქმური მრევლი.
საქმე გვაქვს ორმაგ წნეხთან - ცალკე ეკლესია, ცალკე შავები.
რა გასაკვირია, რომ ამ ფენაში გეები ბოდვამდე ეზიზღებოდეთ?
3. ფსიქოლოგიური ფაქტორი. აი, ცხოვრობს ეს უბედური კასპში ღატაკი - ნორმალური ქალი მას არ მისცემს, ფული მას არასდროს არ ექნება, სუნთქავს ცემენტით, ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია, გამგებელი მას ძარცვავს, ძაღლობა დედას უტ....ს...
რა ქნას ამ უბედურმა?
ორი ვარიანტი აქვს - პირველი - აღიაროს, რომ არის სირი, რომ დაიბადა სირი, ცხოვრობდა როგორც სირი, და ერთხელად ჩაძაღლდება როგორც სირი.
მეორე ვარიანტი - ხო, „ის ევროპელი“ მადრიდში და ბრიუსელში ცხოვრობს, ჩემს ჭკვიანი და ლამაზია, მეტი შემოსავალი აქვს, მოგზაურობს მთელს მსოფლიოში... მოკლედ მე ყველაფრით მჯობია. სამაგიეროდ - ის გეია (მაშინაც კი როდესაც არ არის), მე კი ვაჟკავი ვარ.
რა არის უკეთესი - იყო შეძლებული გეი, თუ ღარიბი, მაგრამ ღირსეული ნაღდი მამაკაცი?
ეს ფსიქოლიური ფაქტორია - ამით ის საკუთარ თვალში იმ დონეზე ამაღლდება, რომ ერთხელაც თავისი ცხოვრებისგან თავი არ მოიკლას...
რეზუმე - 3 ფაქტორი უწყობს ხელს იმას რომ ეს ახირებული ჰომოფობია ვერა და ვერ ჩაქრა იმ 15 თუ 20%-ში.
რელიგია, ქურდული მენტალიტეტი, და არასრულფასოვნების კომპლექსი.
ერთიანობაში ამას ქვია გაუნათლებლობა. ის, რასაც ასე ახალისებს ქოცობა.
ავტტორი: თენგიზ აბლოთია