წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით
კრასნოდარის პორტში დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია
ფრიდრიხ მერცი - გაყინული რუსული აქტივები არა შეერთებულ შტატებს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
კირ სტარმერი - ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს​ წინააღმდეგ
ამინდი 5 დეკემბერს

თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება

04.12.2025 ნახვები: 174

თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ Placemakers თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ლისის ტბასთან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტის - The Lake - პირველ ფაზაში 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 30 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.  

საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია თანამედროვეობისა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების გაერთიანებას გულისხმობს. პროექტი ერთ სივრცეში კერძო სახლებსა და Lake house-ს მრავალფუნქციურ შენობას გააერთიანებს. კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ტიპის გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის: ფიტნეს კლუბი, აუზი, ასევე, არტ გალერეა და რესტორანი; მოეწყობა ბიზნეს შეხვედრების სივრცეც, რომელიც განკუთვნილი იქნება LakeHouse-ის კლუბის წევრებისთვის.

პროექტის არქიტექტურაზე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალები მუშაობენ. კომპლექსის მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება, პირველი ეტაპი კი 2026 წელს უნდა დასრულდეს.

„მოხარული ვარ, რომ თიბისისა და Placemakers-ის პარტნიორობით, თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის კომპლექსი შეემატება. გამორჩეული მდებარეობა, არქიტექტურა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის; მნიშვნელოვანია, რომ The Lake ბაზარზე ახალ ხედვასა და მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც თიბისისთვის პრიორიტეტულია. უძრავი ქონების სექტორი სწრაფად ვითარდება, რაშიც თიბისი აქტიურად მონაწილეობს - ბოლო 3 წელში ჩვენი პორტფელი 110%-ით გავზარდეთ; უძრავი ქონების დეველოპმენტში თიბისის დაფინანსება 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს და ბანკის წილი ბაზარზე 43%-ია“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

“ჩვენს გუნდს თიბისისთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ Placemakers-ის პირველ პროექტს - The Lake -  სწორედ ასეთი ძლიერი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით ვახორციელებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უძრავი ქონების ბაზარს ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“,- ნოდარ ადეიშვილი, Placemakers-ის მმართველი პარტნიორი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა