წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით
კრასნოდარის პორტში დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია
ფრიდრიხ მერცი - გაყინული რუსული აქტივები არა შეერთებულ შტატებს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
კირ სტარმერი - ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს​ წინააღმდეგ
ამინდი 5 დეკემბერს

კირ სტარმერი - ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს​ წინააღმდეგ

05.12.2025 ნახვები: 204

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს სანქციებს უწესებს.

მისი თქმით, სანქციების დაწესების მიზეზი სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენებასთან კავშირია.

„დღევანდელი დასკვნები კრემლის მიერ უდანაშაულო სიცოცხლის უგულებელყოფის შესახებ სერიოზული შეხსენებაა. ეს ანგარიში ნათელია: მორალური პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. და ეს კიდევ ერთი დასტურია დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შოკისმომგვრელი და უგუნური მტრული საქმიანობისა. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს სადაზვერვო სამმართველოს​ (GRU) წინააღმდეგ, ასევე ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ ფხიზლად ყოფნა პუტინისა და რუსეთის მხრიდან მუდმივად მომავალი საფრთხის მიმართ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მედიის ცნობით, სანქციები დაეკისრა GRU-ს კიდევ სამ ოფიცერს, რომლებიც, ბრიტანეთის თქმით, პასუხისმგებელნი იყვნენ უკრაინასა და მთელ ევროპაში მტრული საქმიანობის ორგანიზებაზე, მათ შორის უკრაინულ სუპერმარკეტებზე თავდასხმის დაგეგმვაზე.

ამასთან, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, რათა გამოძიების შედეგებზე რეაგირება მოითხოვოს.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების დასკვნის მიხედვით, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენების განკარგულება სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, რადგან პარფიუმის ბოთლი შეიცავდა იმდენ მომწამვლელ ნივთიერებას, რაც საკმარისი იყო ათასობით ადამიანის მოკვლისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა