წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ნოჟალას უბანში მცხოვრებ მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და უკრაინაზე ზეწოლის მიზნით
კრასნოდარის პორტში დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია
ფრიდრიხ მერცი - გაყინული რუსული აქტივები არა შეერთებულ შტატებს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
კირ სტარმერი - ვაწესებთ ყველაზე მკაცრ სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს​ წინააღმდეგ
ამინდი 5 დეკემბერს

ფრიდრიხ მერცი - გაყინული რუსული აქტივები არა შეერთებულ შტატებს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს

05.12.2025 ნახვები: 185

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას უნდა გადაეცეს და არა შეერთებულ შტატებს.

მისი თქმით, ვაშინგტონში ზოგიერთს სურს გაყინული აქტივებით გარკვეული ეკონომიკური მოგების მიღება.

„ეს ფული უკრაინას უნდა გადაეცეს“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ უკრაინას ზამთრის გადატანაში დახმარება და, სავარაუდოდ, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. „ამისთვის თანხები გვჭირდება. ეს ევროპული საკითხია და ვერ ვხედავ ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომ ჩვენს მიერ მობილიზებული თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიტანოთ და ამერიკის მთავრობამ ეს იცის“, - განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს შეხვდება. შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც დაესწრება. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გაცემის საკითხს.

შეგახსენებთ, ბელგია, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 189 მილიარდი ევრო) ინახება, რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა