ანა წითლიძე - პარტიების აკრძალვა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეაფერხებს
ანა წითლიძე- „ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ
ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს
Ukraine’s air defense forces down 38 out of 60 Russian drones overnight
War update: 168 combat engagements on front lines over past 24 hours
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის
Russia loses 890 more soldiers in Ukraine war over past 24 hours
Rubio, not Witkoff, to lead US delegation preparing Trump-Putin meeting – media

რომან გოცირიძე: სატურნი ჭამს თავის შვილებს - ივანიშვილის ქცევის ლოგიკის ორი ასპექტი

20.10.2025 ნახვები: 260

როდესაც ივანიშვილი ასე სასტიკად დამამცირებლად ექცევა უახლოეს ადამიანებს, სხვებს რას უზამს? ყველას ეს დღე ელის.

მისი ქცევის ლოგიკას აქვს ორი ასპექტი: პერსონალური განცდები და სისტემური.

პერსონალური არაა პირველადი, მისი გაზვიადება არ შეიძლება, მაგრამ არც დაკნინება შეიძლება.

ყველა უზურპატორს და ერთმმართველს აქვს თავისი შიშები, რომელიც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ერთია სიკვდილის შიში, მეორე ძალაუფლებისა და სიმდიდრის დაკარგვის შიში. დაჯავშნული ტრიბუნა, რომელსაც ფოლადის იატაკი და დრონების საწინააღმდეგო ბადეც დაემატა, ტრაგიკომიკურს ხდის მის შიშებს.

უნდა იყოთ ჩემი მონები და ბოლომდე - სამარეში უნდა ჩამყვეთ, რადგან არარაობები იყავით და მე შეგქმენით-ასე უდგება ყველას. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ღარიბაშვილი. ის ასე მსჯელობს: ოციოდე წლის ღატაკი ბიჭი, მოგიყვანე ჩემს მსახურად “ქართუში”, დღეს ხარ უდიდესი ქონების მფლობელი. რაც კი რაიმე გაბადია არის ან ჩემი მოცემული ან ჩემი ნებართვით სახელმწიფოსგან მითვისებული სიმდიდრე. განა ბრიყვი ვარ, რომ იმას ვერ ვამჩნევდე როგორ მდიდრდებოდი 13 წლის განმავლობაში? ახლა ვარ საერთაშორისო იზოლაციაში, დამასანქცირეს, წინ შავი დღე მელოდება და შენ კი გინდა რომ მოტყდე? პარტიის თავმჯდომარედაც კი დაგტოვე, არავინ გასანქცირებს, შვილი ამერიკაში სწავლობს, შენს ოჯახს არ ეხებიან, ხომ არ მღალატობ ჩუმ-ჩუმად ამერიკელებთან?

აქ უკვე ჭორები, მიწინააღმდეგე კლანები და პარანოიალური აზროვნების მექანიზმი ერთვება. ზღვარგადასული ბრაზი უკვე გამანადგურრბელი ხდება. ოქრო-ვერცხლისა და ალბათ ცოლის ბეჭდების გამოფენაც დამამცირებელი დასჯის ნაწილია. დაიჭერს რა თქმა უნდა. 7 მილიონი დოლარი ხალხს აჩვენო და არ დაიჭირო, გაუგებარი გახდება მის მომხრეებშიაც კი.

ბაჩიაშვილთანაც მსგავსი მიდგომა აქვს, ოღონ იქ ფულის ფაქტორია მთავარი, ნახევარი მილიარდი დოლარის ამოღება უნდა.

სხვა მდგომარეობა ლილუაშვილის შემთხვევაში. ის დიდი ინფორმაციის მატარებელია, მათ შორის მისი რუსული კავშირების. ეშინია არ გაიქცეს ან მისი ინფორმაცია წინ არ დახვდეს. რა ფორმით გაანეიტრალებს მალე ვნახავთ. არაა გამორიცხული, რომ არც დაიჭიროს. იმ დოლარების და ბრჭყვიალა ნივთების უდიდესი ნაწილი ალბათ ღარიბაშვილს ეკუთვნის.

ფარცხალაძის ამბავი გაურკვეველია. რუსეთის შტატიანი აგენტის კომორომეტირება არაა ადვილი. ის რუსეთშია. ეშინია მისი (მის უკან მდგომების), ამიტომ ერთ რაიმეს მაინც აღწევს ამ ამბიდან - ვერასდროს შემოვა საქართველოში სანამ ივანიშვილს აქვს ძალაუფლება.

რაც შეეხება მეორე, მთავარ, სისტემურ ნაწილს: იქცევა ისე, თითქოს ავტირიტარული რეჟიმების ისტორიის სახელმძვენელო უდევს წინ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ამ გზას - კანონებით დაწყებული, პრაქტიკული ნაბიჯებით დამთავრებული. იმეორებს ლუკაშენკო-პუტინის ნაბიჯებს.

საკუთარი გუნდის წმენდა მისი ქცევის ბოლო სტადიაა. არ უნდოდა ალბათ ეს, მაგრამ კედელზეა მიყენებული ქვეყნის გარედან და უკმაყოფილება იზრდება ქვეყნის შიგნით. ამიტომ იძულებულია ეს ნაბიჯიც გადადგას. “ხალხის მტრებისა” და “უცხოური აგენტების” (იგივე დიპ სტეითი) ძალაუფლების კონსოლიდაცია ვერ ხერხდება. ამას ისტორიული გამოცდილებაც მოწმობს.

“ოცნების” 13 წლიანი მმართველობის პერიოდში არცერთ პრემიერს არ განუხორციელებია გუნდის შიგნით რეპრესიები. ერთი საშუალო რანგის ჩინოვნიკიც კი არ დაუკავებიათ. რეპრესიები მხოლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ყველაზე ბინძური საქმე ივანიშვილმა კობახიძეს აჰკიდა. ყველაზე მძიმე ბედი მას ელოდება ჟანრის კანონიდან გამომდინარე. საკუთარი გუნდი გაანადგურებს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელით. იმ დონეზეა შიდა უკმაყოფილება, იმ ზომით დამცირებულად გრძნობს თავს “ოცნების” ელიტა თუ მხარდამჭერები, რომ კობახიძეს საშინლად დაატყდება მათი რისხვა.

ბელადმა არ იცოდა, ბელადი შეცდომაში შეიყვანეს და ასე შემდეგ, ესეც ჟანრის კლასიკაა.

კობახიძეს ერთი რამ თუ ააცილებს ამ საშინელ მომავალს-ხელისუფლების შეცვლა. იქ სამართლიანი სასამართლო მაინც ელოდება, აქ მწარე ხვედრი. მოკლედ, გაწეწავენ.

“რევოლუცია, როგორც ღმერთი სატურნი, ჭამს თავის შვილებს”, - ასეთი ამ ცნობილი გამონათქვამის სრული შინაარსი.

“ის ბრძენი კაცი”, რომელიც ღარიბაშვილმა უწოდა ივანიშვილს, უკვე სატურნად მოევლინა მათ. მან შეჭამა თავისი შვილები, რათა არ ამხდარიყო ის წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვით ერთ-ერთი დაამხობდა მას.

ის მოარული ჭორები, რომ ვიღაცები “მშვიდობიან დამხობაში” ეხმარებოდა თუ თანაუგრძნობდა “რევოლუციონერებს” და შიდა რეპრესიების ერთ-ერთი მიზეზი ესც ყოფილიყო, არაა მთლად საფუძველსმოკლებული.

შიშს დიდი თვალები აქვს. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ვიღაცას დიდი ყურებიც აქვს და კარგად ისრუტავს, რასაც ჩასჩურჩულებენ, უნდა ველოდოთ, რომ ეს ამბები ამით არ დასრულდება.

ვინ იქნება შემდეგი, ეს ალბათ არც თვითონ იცის. რომ იქნება, ეს ფაქტია, რადგან ასე წერია იმ “წიგნში”, რომელიც მაგიდაზე უდევს.

რომან გოცირიძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა