აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

„ქართული ოცნება“ უკიდურესად დასუსტდა და საშინლად ეშინია

ნახვები: 1854 „ქართული ოცნება“ უკიდურესად დასუსტდა და საშინლად ეშინია

დიდი ხნის წინ, სადღაც 1983 წელს, როცა რომის პაპ იოანე პავლე მეორეს ჰკითხეს საბჭოთა კავშირში КГБ-ს მრისხანე შეფის, იური ანდროპოვის „გამეფებისა“ და „ბევრად ძლიერი რეპრესიული რეჟიმის“ დამყარების შესახებ, „პოლონელმა“ პაპმა ასე უპასუხა: „არ მეგონა თუ სსრკ რეჟიმი ასე დასუსტდაო“.

სინამდვილეში რეჟიმის გამკაცრება, რეპრესიები არა ძალის, არამედ სისუსტის მაჩვენებელია და საბჭოთა რეჟიმიც, გადარჩენის ნაცვლად იმაზე სწრაფად ჩამოიშალა ანდროპოვის „გამკაცრების“ შემდეგ, ვიდრე ვინმე მოელოდა.

ძლიერ „წყობას“ და ძლიერ ხელისუფლებას რეპრესიები და „ქანჩების მოჭერა“ არ სჭირდება!

ძლიერები პირიქით - რეპრესირებულებს იწყალებენ და თავისუფლებას მეტ გასაქანს აძლევენ, რაკი არ ეშინიათ.

ეს ისტორიული ანალოგია ზუსტად მიესადაგება იმას, რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება სჩადის არასამთავრობო სექტორის მიმართ: დაყადაღდა რამდენიმე NGO-ს ანგარიშები და ეს გადაწყვეტილება, სრულებით აშკარად, „ილინკება“ არა იმასთან, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარსულში აკეთებდნენ, - მაგალითად 2024 წლის დეკემბერში, როცა ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებამ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, - არამედ უფრო მომავალთან, სექტემბერთან, ოქტომბერთან, როდესაც დაგეგმილია მასობრივი აქციები ევროპული კურსიდან გადახვევის საწინააღმდეგოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროინტეგრაცია ერთადერთი მოცემულობაა, რომლის შესახებ (აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით) საქართველოში არსებობს მასობრივი კონსენსუსი.

ქართველებს ბევრ საკითხზე გვიჭირს შეთანხმება, კონსენსუსი, მაგრამ უკლებლივ ყველა გამოკითხვა ამ თემაზე მინიმუმ 80%-იან მხარდაჭერას „დებდა“ და „დებს“.

სოციოლოგების აზრით, როცა საქმე მთელი სოციუმის გამოკითხვას ეხება, 80% და მეტი „სოციალური კონსენსუსის“ გამოხატულებაა.

განსხვავებით თუნდაც იმავე მოლდოვისგან, სადაც ამგვარი კონსენსუსი არ არსებობს.

რაღა გასაკვირია თუ ქართული NGO სექტორი მოქმედებს და იმოქმედებს ამ კონსენსუსის შესაბამისად?

როგორც სჩანს, ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშთა დაყადაღება მათი პარალიზების მცდელობაა ევროკავშირის (უკვე, სამწუხაროდ გარდაუვალი) გადაწყვეტილების წინ, რომლითაც ქართველებს დაეკარგებათ ის ერთადერთი ხელშესახები მიღწევა, რაც ნამდვილად გვაქვს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მრავალი წლის მანძილზე:  უვიზო რეჟიმი!

როგორც ჩანს ხელისუფლებას უკვე აქვს ინფორმაცია იმ გადაწყვეტილების შესახებ, რაც „მომწიფდა“ ბრიუსელში.

ამის გამოხატულებაა არა მხოლოდ ანგარიშების დაყადაღება, არამედ „ვითომ ამერიკული“ FARA-ს ამოქმედების მცდელობა.

გვეუბნებიან, რომ ეს კანონი „სიტყვა-სიტყვით“ არის ნათარგმნი ინგლისურიდან ესე იგი ამერიკული ანალოგიდან.

დავუშვათ მართალია.

ოღონდ ის რაც საქართველოში მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაინც „სხვა კანონია“ „სიტყვა-სიტყვითობის“ მიუხედავად რადგან კანონის არსს განსაზღვრავს არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი.

ამერიკული და ქართული FARA-ს ლეგალური და პოლიტიკური კონტექსტი კი სრულებით განსხვავებულია: ამერიკული კანონი მოქმედებს სისტემაში, სადაც არსებობს რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო, არაკორუმპირებული და ბიუროკრატიული თვალსაზრისით არაპოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ძალისმიერი სტრუქტურები, რომლებიც მოქმედებენ არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ კანონის შესაბამისად.

განა გვაქვს საქართველოში ამგვარი ვითარება - კითხვებს არ იწვევდეს?

ამიტომაც, კანონი, რომელიც ამერიკულ დემოკრატიას იცავს ანტიდემოკრატიული ჩინური და რუსული თუ ნებისმიერი სხვა უცხო, მტრული  ძალის გავლენისგან, საქართველოში იცავს ხელისუფლებას და არა ქართულ დემოკრატიას, რომელიც სულ ახლახან, ჩვენი თაობის თვალწინ იშვა და არ ახასიათებს დემოკრატიის რამდენიმე მნიშვნელოვანი, განმსაზღვრელი ინსტიტუტი.

მაგალითად ხელისუფლებების ცივილიზებული საარჩევნო ცვლა.

პარადოქსული ვითარება იქმნება: ხელისუფლება ცდილობს „ქანჩებს მოუჭიროს“ მაგრამ ეს მცდელობა მხოლოდ „უკუშედეგს“ იწვევს როდესაც ქვეყანაში უკვე სრულიად აშკარაა „ცვლილებათა ატმოსფერო“ .

ამ ატმოსფეროს, „სიახლის სიოსა“ და განახლების სოციალურ მოთხოვნილებას ვერაფერი შეაჩერებს.

მით უმეტეს სასაცილოც კია იმის იმედად ყოფნა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშთა დაყადაღებით გაქრება განახლების სულისკვეთება, რომელიც უკვე სრულებით ცხადია  და მასთან ბრძოლა „კალენდართან“ ბრძოლაა.

დროს მოაქვს ხელისუფლების დასუსტება.

თუ იოანე პავლე მეორეს პირობით ანალოგიას დავუბრუნდებით, ის რეჟიმი „დასუსტდა“ არა იმიტომ, რომ ანდროპოვს ნება არ გააჩნდა უმკაცრესად ემოქმედა, არამედ „ღუზად“ ეკიდა მრავალი ათწლეული: „დრომ მოჭამა“ ის რეჟიმი და „ქანჩებიც“ ვეღარ ეჭირებოდა“ ძველებურად.

არავითარ შედეგს ეს „გამკაცრებაც“ არ გამოიღებს საქართველოში და უკვე აგორებულ მოძრაობას ვერ შეაჩერებს.

სავალალო მხოლოდ ისაას, თუ ყოველივე კვლავ გადაიზარდა ძალის გამოყენებაში, დაპატიმრებათა ახალ ტალღაში, რაც მხოლოდ გაართულებს ხელისუფლების მდგომარეობას, რაკი ჩვენს თვალწინ ხდება ის, რაც მუდამ ჩნდება სხვადასხვა ქვეყანაში თუნდაც უსასტიკესი რეპრესიების მიუხედავად:

უკვე არსებობს სოციალური კატეგორია, რომელიც ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების, მერკანტილური მოსაზრებების გარეშე მზადაა საკუთარი ცხოვრებით გარისკოს, ქუჩაში გამოვიდეს, იბრძოლოს, ოღონდ კი მიაღწიოს ცვლილებებს.

ეს არის აბსოლუტურად გადაულახავი ძალა და აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ მონაწილეობს არჩევნებში და ვინ არა - ყველა ერთად დადგება: არჩევნებში მონაწილენიც და ბოიკოტის მომხრენიც.

უფრო მეტი: ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ბევრად მეტ არგუმენტს შესძენენ დემოკრატიულ მოძრაობას, რადგან აღჭურვილნი იქნებიან ხალხის თუნდაც ერთი ნაწილის ლეგალური „მანდატით“.

ძნელი სათქმელია, როდის დადგება „რეპერული წერტილი“ ამ პროცესში. სოციალური ინტერაქციის პროგნოზირება, ზოგადად, რთულია.

არავინ ელოდა 2019 წელს ისეთ აქტივობას, როგორიც მოჰყვა ვინმე „გავრილოვის“ წამოსკუპებას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მაგრამ ხომ „იფეთქა?“

შესაძლოა ამგვარ „უკანმოუბრუნებლების წერტილად“ იქცეს ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ.

მოსალოდნელ სოციალურ რეაქციას აბსოლუტურად არაფერს დაატყობს NGO-თა ანგარიშების დაყადაღება, თუნდაც მათი სრული დახურვა.

ეს ორგანიზაციები არ გაქრებიან. ისევე, როგორც არ გაქრებიან მათი აქტივისტები.

 იმიტომ, რომ ისინი „დროის ამოძახილნი“ არიან -  ახალი დროის, სხვა „დროებისა“, რაც  გარდაუვალად გვიახლოვდება და ჩვენს ქვეყანას  წარსულიდან კვლავ მომავლის გეზზე დააბრუნებს, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

 

ლევან ჯიშკარიანი

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა