General Staff confirms strikes on Russian command in Donetsk region
General Staff: 208 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 910 over past day
Ukraine approves three fiber-optic FPV drone systems for military use
SSU exposes alleged FSB agent inside Ukrainian army UAV unit
War update: 173 clashes on frontline, heavy fighting in Pokrovsk sector
Sikorski in favor of imposing no-fly zone over Ukraine
Rubio comments on potential Russia sanctions

ქართული ოცნების მეორე ფრონტი

16.09.2025 ნახვები: 284

როდესაც ლილუაშვილი შეცვალა ოხანაშვილმა, ხოლო მოგვიანებით ოხანაშვილი მდინარაძემ, პირველი რაც მოუვიდოდა თავში ნორმალურ ადამიანს იყო ის, რომ ქოცობა ცდილობს რეპრესიული მანქანის გაძლიერებას და პროტესტის უფრო მძიმე მეთოდებით ჩახშობას.

თუმცა, ეს პროგნოზი არ გამართლდა - საზოგადოებასთან დაპირისპირების კუთხით ამ საკადრო ცვლილელებებმა დიდი ვერაფერი შეცვალა.  სუსი არც ლილუაშვილის პერიოდში გამოირჩევოდა პროტესტის მიმართ ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულებით, და თუ რამეს არ აკეთებდა, იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა, არამედ იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუსი შედარებით მცირე ორგანიზაციაა, რომელსაც ისედაც უზარმაზარი დატვირთვა აქვს -  ის აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, მასწავლებლებიდან ქუჩის ბიჭებამდე.  ფაქტია, რომ დაჭერების დღევანდელი მასშტაბი საქმეს ვერ შველის, ხოლო მის გაათმაგებას უზარმაზარი ადამიანური რესურსი სჭირდება.

ამ რესურის გაზრდა კი ვერც ოხანაშვილმა შეძლო და სავარაუდოთ, ვერც მდინარაძე მოახარხებს. რეპრესიები გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, ისე, როგორც ეს ხდება ბოლო 1,5 წელი, 2024 წლის აპრილიდან, როდესაც ქოცობამ დააინიცირა აგენტების კანონი და ამით სტარტი მისცა დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში.

მაშ რისთვის დასჭირდა ეს საკადრო ცვლილებები? პირველ ეტაპზე გასაგებია რისთვისაც -  როგორც ჩანს, მარტ-აპრილში კობახიძეს და ივანიშვილის შორის შედგა ერთგვარი გარიგება - მე გაძლევ შენ სრულ ძალაუფლებას, დანიშნე ყველგან შენი ხალხი, მე არაფერში არ ჩავერევი. აგერ, შენია ბურთიც და მოედანიც, ოღონდ რადაც არ უნდა დაჯდეს - დამიდე შედეგი.

ისიც ცხადია, “შედეგი” რა არის - პროტესტის ჩახშობა და ქვეყნის დამორჩილება.

მაგრამ ოხანაშვილის შეცვლა მდინარაძით ამ სქემაში არ ჯდება  - ოხანაშვილი ხომ ისეთივე კობახიძეს კადრია, როგორც მდინარაძე. მაშ რატომ და რისთვის?

როგორც ჩანს, ეს ბოლო ცვლილება ჩვენ, ანუ, ოპოზიციას არ გვეხება. ჩვენს მიმართ მიდგომა არ იცვლება და ამ კუთხით ვერ მდინარაძე შემატებს რეპრესიულ მანქანას ბევრს ვერაფერს. სავარაუდოთ, კობახიძემ ჩათვალა, რომ მდინარაძე უფრო გამოადგება შიდა, კლანურ დაპირისპირებაში.

ამჟამად კობახიძეს გუნდი აწარმოებს ერთდროულად 2 ომს - პირველი, და მთავარი, რა თქმა უნდა, არის ომი საზოგადოების წინააღმდეგ, თუმცა, არის მეორეც - შიდაპარტიული.

ოცნებაში მიდის გააფთრებული შიდა ბრძოლა. კობახიძეს ხალხი დაერია ღარიბაშვილის ხალხს. ეს არაა ისეთი მარტივი ამბავი, როგორც ერთი შეხედევით ჩანს - ღარიბაშვილის დაჯგუფება ძალიან ძლიერი და გავლენიანია, მას გააჩნია უამრავი კომპრომატი ყველაზე და ყველაფერზე და არავინ იცის - სად რა როდის გადაწყვეტს, მაგალითად, ლილუაშვილი ხმის ამოღებას.

თანაც საუბარია ერთი მაფიოზური დაჯგუფების ორ ნაწილზე - ერთ-ერთი ისე “ტექნიკურად” უნდა განადგურდეს, რომ მთლიან ბანდას რეპუტაცია არ გაუფუჭდეს.

ნებისმიერი შიდა რყევა საშიშია პარტიისთვის, რომელიც დგას მხოლოდ შიშველ ძალაზე და აპარატის ერთგულებაზე. იმ დროს, როდესაც ქუჩა არ წყნარდება და პროტესტი ვერა და ვერ ჩაქრა, შიდა წმენდის მოწყობა სიგიჟესთან მიახლოვებული საქციელია.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ივანიშვილი ასრულებს კობახიძესთან თავისი “პაქტის” პირობებს, არაფერში არ ერევა, და მიმდინარე მოვლენებს აბასთუმანიდან აკვირდება.

სავარაუდოთ, მას დიდი კმაყოფილების საფუძველი არა აქვს  - რეპრესიების მიუხედავად, საპროტესტო მუხტი არ ქრება და თუ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებზე მართლაც ცოტა ადამიანი მოდის, დანიშნულ მიტინგებს ხალხი არ აკლია - რაც ჩვენ კარგად დავინახეთ 13 სექტემბერს. თუმცა, ის აცლის კობახიძეს - დრო ჯერ არის, დასავლეთიდან ზეწოლა არ იზრდება, სანქციები არ ჩანს, ასე რომ რამდენიმე თვე ქოცებს კიდევ აქვთ.

ამ ეტაპზე ყველა გადაწყვეტილებას იღებს კობახიძე და ეს საშიშია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავად ოცნებისთვის. აშკარაა, რომ კობახიძე მთლად ფსიქიკურად დალაგებული არ უნდა იყოს და მისი მხრიდან ესკალაცია არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მტერთან ნამდვილად ვერ ჩაითვლება ჭკვიანურ ნაბიჯად.

ისმის კითხვა - რატომ აკეთებს ის ამას?  ხომ გასაგებია, რომ ყველანაირი შიდა რყევები ქმნის პარტიაში დაძაბულობას და ზედმეტ შიშს? ავტორიტარული რეჟიმების საყრდენია როგორც წესი შიში და პატივისცემა, თუმცა, როდესაც შიში ზედმეტად ძლიერდება - ესეც პრობლემაა. შეშინებული, მაგრამ შინაგანად არალოიალური ადამიანი სად, როდის და რა პირობებში ჩაგარტყამს ლახვარს ზურგში - ვინ იცის?

არავის არ ვადარებ, მაგრამ ყველას გვახსოვს როგორ მოკვდა სტალინი - პარალიზებული, უმწეო, საკუთარი შარდის წუმპეში, ხოლო მისი საძინებლის კარებთან იდგა მთელი მისი გარემოცვა, ერთად-ერთი კითხვით - როდის ჩაძაღლდება?

მაგრამ ეს არის ლოგიკა, რომელთანაც აშკარა ფსიქიკური პრობლემების მქონე ქოც-სარდლობა არ მეგობრობს.

კობახიძეს გააფთრებულ ბრძოლას ღარიბაშვილის წინააღმდეგ აქვს ერთად-ერთი ახსნა - ბიძინას სურს, რომ მთელი ქვეყანა ჰქონდეს ჯიბეში, დიდიან პატარიანად. კობახიძეს უფრო მოკრძალებული ამბიციები აქვს  - მთელი აპარატი, მთელი ძალაუფლება, ყველაფერი, რასაც აქვს კავშირი პარტიის მართვასთან, ყველა ჯიბის ბიზნესი, ყველა მეორადი დაჯგუფება და კლანი იყოს მისი პირადი. ანუ, ივანიშვილის შედარებით შემცირებული მოდელი - ბიძინას უნდა ჯიბეში ჩაიდოს მთელი ქვეყანა, კობაძიძეს - მთელი ოპერატიული და ყოველდღიური მართვა.

რა თქმა უნდა, არც კორუფციასთან და არც რაიმე უკანონობს  წინააღმდეგ ბრძოლასთან ამას არაფერი საერთო არა აქვს.

წესით, პუტინისტური სისტემა, რომელიც დამყარდა მმართველ აპარატში, არ ეხება უმაღლეს პირებს - თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადაყენების შემდეგ ყველა მისი მოადგილე ციხეში წავიდა, თუმცა თავად შოიგუ ხელშეუხებელი დარჩა. ეს მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა არაა, ესაა ამ სისტემისთვის დამახასიათებელი თვისება.

წესით, საქართველოშიც იგივე უნდა იყოს, თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძეს დაპატიმრების შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი, მათ შორის სისტემის თამაშის წესების უხეში დარღვევა და ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაც.

გამორიცხულია, ამან შიდა პროცესებზე გავლენა არ მოახდინოს და ადრე თუ გვიან, რომელიმე “გაგდებული” ერთ დღეს გაიპარება ევროპაში და იქ “დააღებს პირს”. ბევრ საინტერესოს გავიგებთ...

სავარაუდოთ, ეს ხვალ-ზეგ არ მოხვდება, თუმცა, პროცესები აშკარადი იქეთკენ მიდის.

 

თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა