კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი
მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა
კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს?

ნახვები: 502 რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს?

თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ძირითად ფაქტორებს შორისაა სავალუტო კონვერტაციები, წმინდა სავალუტო შემოდინებები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში აშშ დოლარის პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე მეტნაკლებად უცვლელია, პირველი ორი ფაქტორი კვლავ ლარის სასარგებლოდ მოქმედებს.

სახელდობრ, დეპოზიტების ლარიზაცია (არარეზიდენტების გამორიცხვით), უახლესი მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილის პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბებს. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რაც წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აჩქარდა, უკვე დასკვნით ფაზაში გადის, თუმცა ჯერ დასრულებული არაა.

დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ,  ლარიზაციის ბოლოდროინდელი გააქტიურება ოქტომბერსა და ნოემბერში ინტერვენციების კვლავ აჩქარებაშიც აისახა. ჩვენი შეფასებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში სებ-მა ჯამურად 2 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა.

ამასთან, ოქტომბერში გაიზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებები, რაც უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდის კუთხით ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წმინდა სავალუტო შემოდინებების მატებას, ერთი მხრივ, ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და, შედარებით მოკრძალებულად, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმპორტის შენელება. ამ კუთხით, გამოვყოფთ ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკას: ბოლო ორ თვეში, იმპორტის მკვეთრი კლების ფონზე, მანქანების წმინდა ექსპორტი დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა, პირველად 2013 წლის შემდეგ. ეს ქვეყანაში ავტომობილების არსებული მარაგების ზრდაზე მიუთითებს.

მთლიანობაში, მართალია, ბოლო ორ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება, ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკის გამო, დროებითია,  თუმცა ამავდროულად, წლის დასაწყისიდან, პირიქით, ავტომობილების რე-ექსპორტის გარეშე, უფრო მეტად არის გაზრდილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა