ლევან ვასაძე - საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც
გიორგი ვაშაძე - რატომ უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე? პასუხი მარტივია, ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველი ხალხის და არა ივანიშვილის!
ლევან ხაბეიშვილი - ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში, გამარჯვება გარდაუვალია!
გოჩა მირცხულავა: 4 ოქტომბერს, რუსთაველზე ლიდერიც და პოლიტიკოსიც ხალხია!
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლემ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პროკურატურამ ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
გიორგი ბაჩიაშვილი - საქმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არ ასახავს მართლმსაჯულებას, ეს არის დაშინება

სითი-პარკი და სხვები ანუ „ოცნება“ „ზეციურ პარკინგებს“ აწყობს

25.09.2025 ნახვები: 879

იცით რა შეიძლება ჩავთვალოთ ქოცური მენეჯმენტის ერთ-ერთ სიმბოლოდ?

გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს არის კომპანია “სითი-პარკი” - სწორედ მისი ქართული თავგადასავლებით შეგვიძლია ნათლად შევიქმნათ წარმოდგენა რა არის ქოცობა და მისი მართვის სტილი.

გახსოვთ ალბათ, “სითი-პარკი” იყო ისრაელური კომპანია, რომელიც მართავდა თბილისის საპარკინგე ადგილებს. ის შემოვიდა წინა ხელისუფლების პერიოდში და ოცნების დროსაც რამდენიმე წელი აგრძელებდა საქმიანობას.

მისი მომსახურეობა იყო ზღაპრულად იაფი - 50 ლარი წელიწადში, რაც წარმოუდგენლად ცოტაა ქართული საზომებითაც კი. ძირითადი მისი შემოსავლების წყარო იყო ჯარიმები, თუმცა, ისინიც 10 ლარს არ აღემატებოდა.

ერთი სიტყვით, პირობები ქართული მხარისთვის იყო მომგენიანზე მომგებიანი, თუმცა, ქოცები, ჯერ ოპოზიციაში ყოფნისას და მერე უკვე ხელისუფლებაში, აწარმოებდნენ მის მიმართ აგრესიულ შავ პიარს.

“სითი პარკი“ ატყავებს მძღოლებს!” - ღაღადებდნენ ქოცები, რომლებმაც ალბათ თვლა არ იცოდნენ, და ვერ ხვდებოდნენ, რომ ძველი სისტემით, ე.წ. “პარკოვშიკების” პერიოდში 50 ლარს პარკირებაში იხდიდნენ არა 1 წელიწადში, არამედ 1 თვეში.

ყველანაირი საღი აზრით და ლოგიკით, პირიქით, “სიტი პარკი” უნდა ყოფილიყო თბილისელი მძღოლების საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ქოცები და ლოგიკა  - ერთად გამორიცხულია.

მათ 1000-ჯერ მოისმინეს, რომ “სითი-პარკი” ატყავებს ქართველ ხალხს და ყოველგვარი გაანალიზების გარეშე „დაიჯერეს“. ისევე როგორც მანამდე ბრმად დაიჯერეს სანდრას მიერ გაყიდული პატიმრების ორგანოების ეპიკური ისტორია, 1 ლარი ბენზინიდან პირდაპირ მიშას ჯიბეში, და ა.შ.

ქოცი არ აზროვნებს. ის მიირთმევს იმას, რასაც აწვდის პროპაგანდა. პროპაგანდა კი აწვდის იმას, რისი მოსმენაც მას ესიამოვნება.  მაგალითად იმას, რომ ურჯულო ებრაელები ატყავებენ ქართველ მძღოლებს.

“სითი-პარკს” ასევე აბრალებდნენ, რომ ის არ აშენებს ქალაქში მიწისქვეშა პარკინგებს, თუმცა, ლოგიკური აზროვნების დეფიციტი აქაც გამოჩნდა - პარკინგის მშენებლობა ღირს ათობით მილიონი დოლარი, რაც შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც გადასახადი არის წელიწადში იმდენი, რამდენიც ნორმალური პარკინგების მქონე ქვეყნებში  1 კვირაში.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, პროპაგანდა არ შეჩერდა მაშინაც კი, როდესაც ქოცები მოვიდნენ ხელისუფლებაში და კომპანია ბოლოს და ბოლოს გააგდეს. ქოცებში ეს პატარა ზეიმი იყო  - გააგდეს წურბელა, აწი ამოვისუნთქავთ.

როგორც ყოველთვის, ქოცური პროპაგანდა ცარიელ სიტყვებს არ გასცდა - “სითი პარკის” სანაცვლოდ შემოვიდა თბილისის მერია, რომელმაც შეცვალა საპარკინგე გადასახადის სისტემა და დღეს, ისე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ვიხდით 50 ლარს არა თვეში, არამედ 2 კვირაში. და  - საოცრება! - ამხელა შემოსავლების მიუხედავად, დღემდე მერიამ არ ააშება არც ერთი მიწისქვეშა პარკინგი. არც ჯარიმების გამოწერის ინტენსიურობა და არც ჯარიმის თანხა არ შემცირებულა.

თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ „ოცნებამ“ მათ შორის საკუთარ მომხრეებსაც კი ნამდვილად მოუწყო „ზეციური პარკინგი“, უამრავი უბედური შემთხვევით დედაქალაქში და მთლიანად ქვეყანაში. თან ეგეც საკმაოდ ძვირად, მაგრამ მისთვის კი სარფიანად.

ამ ეპიზოდში არის მთელი ქოციზმი  - შავი პიარი, გათვლილი ბიდლოს ჩამორჩენილ გონებაზე, ტყუილი, და რაც მთავარია - ფული, ბევრი ფული. ქოცების არსებობის ერთად-ერთი აზრი და მოტივაცია.

და ამ დროს რაო ქოცებმა? იმ ქოცებმა, ვინც წლების მანძილზე ტიროდნენ ქართველი მძღოლების გატყავებაზე და პარკინგების არარსებობაზე? არ გაუჩნდათ კითხვა - კი მაგრამ, თუ თბილისის მერიამ გადასახადი გაზარდა, პარკინგები კი არ ააშენა -  ამ “სითი-პარკს” რას გადავეკიდეთ ამდენი წლები? არა. ხმა არ ისმის. ქოციზმი, წმინდა წყლის.

ასეა ყველაფერო დანარჩენი  - გზები, ავარიული შენობები, ბრძოლა საცობებთან და ა.შ. ყველგან - ზედაპირული პიარი, რომლის უკანაც არაფერი არ დგას,

მერიის და პირადად კალაძესგან ხშირად გვესმის რომ ქალაქი ვითარდება, შენდება გზები, ხიდები, რემონტდება ძველი ქალაქის ქუჩები, და ა.შ.

ერთი შეხედვით ეს ასეც არის - თუ ჩავთვლით, რომ საქართველო უკაცრიელ კუნძულზეა ან დედამიწაზე სიცოცხლე მეტი არსად არაა. და თუ არ ან ვერ დავინახავთ, რომ არც კალაძეს სკვერები, და არც 5 წელიწადში ერთხელ გარემონტებული ერთი ქუჩა ძველ თბილისში არაფერს განსაკუთრებულს არ წამოაგდენს.

ყველა ქალაქი, ყველა ქვეყანა ასე თუ ისე, ვითარდება. ყველგან რაღაცა შენდება და კეთდება. და ეს ბევრ მაგალითზე ჩანს. არ შევეხოთ მაგალითად, სტამბულს, რომელიც 20 წლის წინ იყო ბარაკების ქალაქი, დღეს კი არის მაღალგანვითარებული, მოწესრიგებული მეგაპოლისი.

აგერ. ერევანი, სადაც არც კალაძეა, არც ბიძინა, არც დიპსტეიტს არ ებრძვიან, და მთელი ქვეყნის გაჩუმებას არ ცდილობენ - მშვენიერად ვითარდება. არც პარკები აკლია, არც გზები, არც განახლებული ქუჩები.

დუშანბე, კიშინიოვი, ბიშკეკი, ტაშკენტი, აღმოსავლეთ ევროპის ერთ დროს ყველაზე გაპარტახებული და ჩამორჩენილი ქალაქები  - სოფია, ბუქარესტი, ბელგრადი, სკოპიე, ტირანა - ყველგან არის წინსვლა. რა იმისთანა განსხვავებული სუპერ-მიღწევები აქვს კალაძის მმართველობაში მყოფ თბილისს? არაფერი.

“ქართული ოცნება” არის წურბელა, რომელიც აღმოცენდა შავი პიარის და ტყუილის შედეგად, საქართველო კი - მოტყუებული და არაერთგზის გადაგდებული.

როგორც “სითი პარკის” შემთხვევაში.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა