Ukrainian aviation strikes Russian troop hub in Huliaipole
Russian plans to reach Kramatorsk and Sloviansk by winter completely foiled – military
Mother of fallen U.S. volunteer hopes to publish in Ukraine children’s book inspired by her son
Zelensky: Russia preparing for another massive attack on Ukraine
Kushner blames Ukraine for stalling peace talks over ‘attack on Putin’s house’ in 2025
Trump and Rutte urge Putin not to expand war in Ukraine
ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს – სამიზნე ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა იქნება
ევროპარლამენტი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოითხოვს – რეზოლუციაში სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც შევიდა ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მკაცრი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნილი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დაკავებულთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მოითხოვს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. რეზოლუციას, სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

ნახვები: 772 ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს ე.წ. პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.

დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ ე.წ. პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც.

ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.

პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია 1 ბიულეტენი.

პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში წარიმართა.

კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს ე.წ. პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.

შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი ე.წ. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა