გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მეთიუ მილერი - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აყენებს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით

ნახვები: 1026 მეთიუ მილერი - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აყენებს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აყენებს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ, რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემებით, აშშ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. ამავე მონაცემების მიხედვით, „ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს“.

„ეს სიცრუეა და ეს სრულიად ნათელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აყენებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. მე უბრალოდ აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა