ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნათია თურნავა - ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

ნახვები: 826 ნათია თურნავა - ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა - ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, კონფერენციაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ბაზრისთვის დეპოზიტების გარანტიის სქემის უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემების მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უმნიშვნელოვანესი საყრდენია არა მხოლოდ ფინანსური სტრესის მართვისა და მეანაბრეების დაცვის, არამედ ბაზრის ნდობის აღდგენისთვის.

მისი განცხადებით, საქართველოში ბანკები საკმაოდ განვითარებულია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ქვეყანამ დეპოზიტების დაზღვევის ეფექტური სისტემის შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, შედეგად სისტემის ჯამური აქტივები საქართველოს წლიურ მშპ-ს აჭარბებს.

"სისტემა კარგადაა კაპიტალიზირებული და ლიკვიდურობის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს, აქვს ძლიერი მომგებიანობა და აქტივების კარგი ხარისხი. ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა და განაგრძონ ფინანსური სერვისების მიწოდება", - დასძინა მან.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და რეზოლუციის ფუნქციაზე ისაუბრა, რაც სებ-ს საქართველოს რეზოლუციის ორგანოდ აქცევს და პასუხისმგებელს ხდის რეზოლუციის ჩარჩოს შემუშავებასა და ქვეყანაში მის ფუნქციონირებაზე.

"ჩვენი ჩარჩო დაფუძნებულია ევროპულ BRR დირექტივაზე, ძირითადად შეესაბამება მას და ამჟამად ვართ ევროკავშირის ჩარჩოსთან სრული შესაბამისობის გზაზე. გარდა ამისა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ ჩვენი ჩარჩოს გაძლიერებაზე, რადგან მისი როლი მომავალში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა