პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილის კონტრაქციაში მონაწილეობა ნიშნავს „კი რუსულ კანონს, არა ევროპას“
Drones attack oil refinery, military airfield in Russia's Kuban region - media
Ukrainian forces hit enemy's newest radar worth more than $5M
Ukrainian air defenses intercept 21 out of 34 enemy missiles overnight
Two Russian missile carriers armed with eight Kalibrs remaining in Black Sea
Enemy shells four DTEK TPPs, casualties reported
Russian army loses 1,124 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 94 combat clashes on front lines in past day

ივანიშვილმა საქართველოს ნაკრებს გამარჯვება რატომ არ მიულოცა?!

03.28.2024 | 22:06 ნახვები: 1543

ლელა ჯეჯელავა: "ეს არჩევნები არ იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის ხალხსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირება"

„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, შევაფასოთ ბოლო პერიოდის პროცესები და 26 მარტის დიდი გამარჯვებით დავიწყოთ. ასევე, რა პოლიტიკური პროცესები ვითარდება და რა მოლოდინები გაქვთ?

- ჩვენს ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ხდება. მოვლენები ისე ვითარდება, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წისქვილზე არ ასხამს წყალს. ძალიან კარგია, რომ გუშინ საქართველომ გამარჯვების გზაზე შედგომა დაიწყო და მე დარწმუნებული ვარ, ეს დაგვირგვინდება იმით, რომ არა მარტო ჩვენი ნაკრები ითამაშებს ევროპაში, არამედ, მთლიანად ქვეყანა გავხდებით ევროპის ნაწილი და მოთამაშეც.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ყველა კარგად ვხედავთ,  „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი აარიდოს ცხრა ნაბიჯის შესრულებას, რომელიც არის პირობა ევროკავშირში შესვლისთვის. თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით რაც ხდება. უკვე გროტესკულია დელეგატების ცნების შემოტანა, მაჟორიტარების ნაცვლად.

- რა უნდათ, რის მიღწევას ცდილობენ ამით?

- პირველ რიგში, რაც აშკარად და ღიად ჩანს, „ოცნება“ აცნობიერებს, რომ გამარჯვების რესურსი ნაკლები აქვს და ამიტომ ე. წ. დელეგატებით, ანუ იგივე მაჟორიტარებით ცდილობს როგორც ფინანსური რესურსის, ასევე ხმების მობილიზაციას. როგორც ჩანს, სხვანაირად, მხოლოდ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, ადგილობრივი ფეოდალები თავს არ შეიწუხებენ. თუ ისინი სიებში არ მოხვდებიან და კვლავ არ ექნებათ შესაძლებლობა უსასრულო წვდომისა ტენდერებსა და სახელმწიფო ბიუჯეტზე, ისინი არც ხმების მობილიზებისთვის გაირჯებიან და არც სხვა რამისთვის.

საერთოდ არ მინდა შევეხო იმ კანონს, რომლითაც ისინი აპირებენ, უფრო სწორად, თხრიან ორმოს, რომელშიც მათი ჭკუით ოპოზიცია უნდა აღმოჩნდეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ იმ ორმოში, რომელიც მათ გათხარეს და რომელიც მდინარაძემ გააჟღერა, ისინი თავად აღმოჩნდებიან.

- ლგბტ თემას გულისხმობთ?

- დიახ და ამ ორმოში თავად აღმოჩნდებიან. ამაზე მეტს არ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვთვლი, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება, არის განათლების, კულტურის და წიგნიერების მიღმა.

- ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს ამ თემაზე, არ აჰყვა არც ოპოზიცია, არც საზოგადოება...

- ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო კულტურულია, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება და ეს არის ფაქტი. ამაზე აღარ ვისაუბრებ. აქედან არაფერი გამოვა და ამაზე საუბარიც კი არ ღირს. ერთი რჩევა შემიძლია მივცე, თუ კანონებს გასაგებად დაწერენ, გასაგებ ქართულზე და მშობლიურ ენას უფრო მეტ პატივს სცემენ, ასე უფრო შეძლებენ დაამტკიცონ, რომ ამ ქვეყანასთან რაღაცნაირად მაინც ბმა აქვთ. საკუთარი ენაც კი არ იციან. ეს მათ მიერ დაწერილ კანონებში ძალიან კარგად ჩანს. ვურჩევ, მშობლიური ენის სწავლით დაიწყონ ყველაფერი.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ შეძლონ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა?

- როდესაც არსებობს ნება, როდესაც არის გამარჯვების სურვილი, ხალხის საერთო ნებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აწარმოებს ბრძოლას წესების გარეშე, ამ ბრძოლაში მას ქართველი ხალხი აუცილებლად მოუგებს. ეს არის ფინალი „ქართული ოცნების“! ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. დამოუკიდებელი საქართველოს 33-წლიანი ისტორიიდან, ეს მკაფიოდ იკითხება უკვე. ჩვენ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ყველაფერი კარგად გვახსოვს, ყველა ამ პროცესში ვმონაწილეობდით და ვიცით, რა შეუძლია საზოგადოების ერთობას.

- საზოგადოების ერთობა გადამწყვეტია, მას დიდი როლი აქვს, მაგრამ რამდენად არის ფორმაში ოპოზიცია? რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამენ?

- როდესაც თავის თავზე პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოება და ეს ის არჩევნებია, როდესაც ნამდვილად ასე მოხდება. აი ასეთ დროს, ოპოზიციაც აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი აქტორი. პოლიტიკისთვის მთავარი აქტორი არის ხალხი და მე არაერთგზის მითქვამს, რომ ეს არჩევნები არ იქნება პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევანი, ეს არის ხალხსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირება, რომელიც აუცილებლად ხალხის გამარჯვებით დამთავრდება.

- თუკი ბიძინა ივანიშვილი მიხვდება, რომ არჩევნებს აგებს, რა შეიძლება მოიმოქმედოს?

- მე არ ვიცი, ივანიშვილი რას მიხვდება, ადამიანი, რომელიც იმას ვერ მიხვდა, რომ გუშინ მისი ქვეყანა იყო საერთო სიხარულით, საერთო ბედნიერებით შეკრული და კაცმა ისიც კი არ გაიმეტა, რომ ამ ქვეყნის საერთო სიხარულს შეერთებოდა და ერთი განცხადება გაეკეთებინა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, ის საერთოდ რას მიხვდება!

- რატომ მოიქცა ასე?

- ეს ადამიანი ცალკეა და ქვეყანა კი ცალკე. დღეს ხომ მაინც უნდა გააცნობიეროს ეს ყველამ, რომ ადამიანს, რომელსაც თავისი ქვეყნის სიხარულის გაზიარება არ შეუძლია და არ არის ამ ყველაფრის თანამონაწილე, არ შეიძლება, რომ მას სწორი გზით მიჰყავდეს ქვეყანა. საკუთარი ქვეყნის სიხარულს და ტკივილს რომ ადამიანი ვერ გრძნობს, როგორ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იმ ადამიანს ქვეყანა სწორი გზით მიჰყავს?! დღეს ქვეყანა ცალკეა, ივანიშვილი კი ცალკე.

- თუკი მიხვდა, რომ კარგავს ძალაუფლებას და ეს მისთვის სახიფათოა, სიტუაციის გართულებას ხომ არ უნდა ველოდოთ? რაზე შეიძლება იყოს წამსვლელი?

-  ერთ მშვენიერ დღეს, ხიფათი ყველას კარზე აკაკუნებს და არც ბიძინა ივანიშვილი იქნება გამონაკლისი. ხიფათი მის კარზეც დააკაკუნებს. მის ინსტინქტებზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გაიაზრებს ამ ხიფათს. მე სურვილი მაქვს, სწორად გაიაზროს ეს ხიფათი, სწორი შეფასება გააკეთოს და ნაბიჯებიც სწორი გადადგას. რაც, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ მის მიერ მართული ხელისუფლება ისე აღარ უნდა მოიქცეს, როგორც ახლა იქცევა. უნდა შეწყდეს ანტიდასავლური რიტორიკა და დაიწყოს ცხრა ნაბიჯის შესრულება. აუცილებლად უნდა ჩატარდეს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული არჩევნები, რომლის ჩასატარებლად არსებობს ბევრი პირობა, მათ შორის, ის, რომ ქართველ ემიგრანტებს უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა! რა ნამუსით ამბობს ვინმე მდინარაძე და პაპუაშვილი, რომ ქვეყანას არა აქვს ფული, რომ გაუხსნას იმ ხალხს საარჩევნო უბნები, რომლებსაც ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობის ფული შემოაქვთ. ამაზე დიდი უსამართლობა და ცინიზმი წარმოუდგენელია!

- მათი მიზანია დაიკარგოს ემიგრანტების ხმები?

- რასაკვირველია! ორი ყველაზე დიდი პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს არის ემიგრანტები და ეს არის ქართველი ახალგაზრდობა! ჩვენ ვნახეთ ქართველი ახალგაზრდობა გუშინ სტადიონზე და ამ ახალგაზრდობას ვერავინ წაართმევს და ვერ მოუსპობს ევროპულ პერსპექტივას. ასევე ემიგრანტებიც ძალიან მოტივირებულები არიან და ისინიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, აიძულონ ხელისუფლება, რომ მათ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ახალი თაობა, ნონა ცაბაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა