კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აფხაზურ-რუსული ცივი ომი

ნახვები: 3331 აფხაზურ-რუსული ცივი ომი

წარმოუდგენელი რამ ხდება აფხაზეთში. დაუჯერებელი, და ერთი შეხედვით, შეუძლებელიც.

ზოგადად, საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით ძირითადად გავრცელებულია ძალიან ზედაპირული და არასწორი წარმოდგენები. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია პროპაგანდასთან, რომელიც ამკვიდრებს აზრს, თითქოს არანაირი ქართულ-აფხაზური დაპირისპირება არ არსებობს და სინამდვილეში აფხაზეთში ყველაფერს წყვეტს რუსეთი.

„უფ, აფსუები ვინ არიან, რასაც რუსეთი ეტყვის, ყველაფერს შეასრულებენ, თავისი არაფერი არ გააჩნიათ და საერთოდ, არანაირი აფხაზი ერი არ არსებობს, აფხაზები ქართველები არიან, ესენი კი აფსუები“ - ეს აზრი სრულად დომინირებს ე.წ. „უბრალო ხალხში“, ხოლო შედარებით თანამედროვე და ევროპეიზირებულ ნაწილში სიტყვა-სიტყვა იმეორებენ ქართული პროპაგანდის თეზისს „ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების“ თაობაზე.

სამივე ეს ნარატივი რეალობას სრულიად მოწყვეტილია, თუმცა ზემოხსენებული საოცრება დაკავშირებულია მათ შორის ერთთან - აფხაზეთის დამოკიდებულებასთან რუსეთისგან.

მხოლოდ იმან, ვინც არაფერი იცის აფხაზებზე, შეიძლება წარმოიდგინოს, თითქოს ისინი რუსების მონები არიან და აკეთებენ ყველაფერს, რასაც კრემლი უბრძანებთ. ის, რაც დღეს ხდება აფხაზეთში - სრულიად ეწინააღმდეგება ამ სტერეოტიპს.

მოსკოვი, თავისი ფინანსური, სამხედრო, და პოლიტიკური გავლენის გამოყენებით, თავს ახვევს აფხაზებს კანონთა პაკეტს, რომელიც ფაქტობრივად აფხაზეთს რუსეთის ნაწილად აქცევს - ჯერ იურიდიულად, შემდეგ კი - პრაქტიკულადაც. ესაა კანონები სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციის, სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების, „როსგვადრიის“ აფხაზეთში ოფიციალური მოქმედების უფლების მინიჭების, აპარტამენტების და უცხოური აგენტების შესახებ.

არც ერთი ეს კანონი დღემდე მიღებული არაა, ამ პაკეტის ინიციირება მოსკოვის მხრიდან თითქმის 2 წლის წინ მოხვდა და მიმღები მათ დიდი ხნის მანძილზე მიიღებდა. არც ერთი ეს კანონი, მიღებასთან ახლოსაც არაა, ამ ეტაპზე პარლამენტი იხილავს უცხოური აგენტების შესახებ კანონის პროექტს, თუმცა განხილვა აშკარად იწელება და როდის იქცევა ის ოფიციალური დოკუმენტად - არავინ იცის.

რუსეთმა მიაღებინა აფხაზეთის პარლამენტს კანონი პიცუნდის აგარაკების მოსკოვისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კანონი კი მიიღეს, მაგრამ კასტრირებული - ის უკრძალავს რუსეთის მთავრობას აგარაკის პრივატიზებას და გასხვისებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განრისხებული განცხადებით მიმართა აფხაზეთს და მოითხოვა ამ შესწორების ამოღება. თუმცა, მოხვდა საოცრება - აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და ეს მუხლი უცვლელი დატოვა.

გარდა ამისა, 2 კვირის წინ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა უარი განაცხადა „როსგვადრიასთან“ კაბალური შეთანხმების ხელმოწერაზე - მისი თქმით, აფხაზეთი ამ კანონს არ მიიღებს, რადგანაც ის ლახავს მის სუვერენიტეტს. აფხაზები ზედმეტი მორიდების და შიშის გარეშე უპირისპირდებიან დაუნდობელ რუსულ მანქანას, და ღიად ახდენენ თავის თავზე აღებული ვალდებულების საბოტირებას - როგორც უკვე ითქვა, 2 წლის წინ ინიციირებული კანონპროექტებისგან, თითქმის არც ერთი არაა პარლამენტში განსახილველადაც კი შეტანილი.

რაო, რაო, აფხაზებს საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და რუსების მონები არიან? აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ალტინფო, პრემიერად კი კოკა მორგოშია ან ზურაბ მახარაძე.. ყველა ეს კანონი წინსწრებით, ვადაზე ადრე იქნებოდა მიღებული. რომელი ერთი გაბედვადა იმას, რასაც დღეს აფხაზები აკეთებენ?

რა თქმა უნდა, რეალური პრობლემები ჯერ წინაა - ხვალ-ზეგ რუსეთი ჩართავს ყველა თავის ბერკეტს, აფხაზი ერი განადგურების პირას დადგება და შესაძლოა, მაშინ ეს ღია საბოტაჟი შეწყდეს.

თუმცა, ის, რამდენსაც აფხაზები ბედავენ დღეს - ნამდვილად პატივისცემის ღირსია.

ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი ერი უფრო „არ არსებობს“ - აფხაზი თუ ქართველი.......  

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა