Russian military deaths could reach one million by year-end - Zelensky
Russian army loses another 1,530 troops, four air defense systems in war against Ukraine
გოჩა მირცხულავა - დაკარგულ შესაძლებლობასაც თავისი ფასი აქვს
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა
პარლამენტმა თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსად აირჩია
ზელენსკი: პუტინს სურს, მთელი უკრაინა რუსეთის ნაწილად აქციოს — მისი მიზანი ცალკეულ ტერიტორიებზე გაცილებით ფართოა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკა გაამკაცროს
მაია ბითაძე კულტურის მინისტრად დაინიშნა

დილის ექვს საათზე დაწყებულ სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა დაამტკიცა

ნახვები: 1920 დილის ექვს საათზე დაწყებულ სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა გამთენიისას რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა დაამტკიცა. ამის შესახებ მოქალაქეებს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შეატყობინა.

26 დეკემბერს დღის განმავლობაში შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან იკრიბებოდნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციონერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

როგორც ტელეგრამარხი რესპუბლიკა წერს, პარლამენტმა სასესიო სხდომა დილის ექვს საათზე დაიწყო, ამ დროს მოქალაქეები ჯერ კიდევ ე.წ. პარლამენტთან იმყოფებოდნენ. სხდომაზე კი მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაუშვეს. მათივე ინფორმაციით, სესიის შემდეგ პარლამენტთან სპიკერი ლაშა აშუბა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.

თავდაპირელად ცნობილი იყო, რომ შეთანხმების საკითხზე ე.წ. პარლამენტს 28 დეკემბერს უნდა ემსჯელა. 

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა