მიხეილ სააკაშვილი: შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“ – ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან მოითხოვს, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან
Fire breaks out near two oil depots in Russia's Azov following drone attack – media
War update: 141 clashes on front lines over past day, Kostiantynivka axis hottest
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მჭიდროდ ჩაერთვება – რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას შევინარჩუნებთ
Europe to engage in Ukraine peace talks and ensure maximum pressure on Russia – von der Leyen
Ukraine disables over 55% of Russia’s oil refining capacity – Zelensky
Ukraine and EU preparing winter emergency support package – PM Koretskyi

„მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

ნახვები: 443 „მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ," - ნათქვამია „საქართველოს კლინიკების ასოციაციის" მიერ დღეს, 25 ოქტომბერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე გავრცელებულ განცხადებაზე.

„საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობიდან გავიდა 24 დღე, რის შედეგად შესაძლებელია, მას განუვითარდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევა, რაც თავისთავად გულისხმობს რამდენიმე ორგანოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის ერთობლივ დაზიანებას, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია თანმიმდევრული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები და მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების უწყვეტი ჩართულობით. საქართველოს კლინიკების ასოციაცია გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული პროცედურების განხორციელება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური არჭურვილობის არ არსებობის გამო, ციხის საავადმყოფოს პირობებში სამწუხაროდ შეუძლებელია.

ბატონო პრემიერო, გვსურს ოფიციალურად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ.

პატივს ვცემთ ადამიანის პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმას, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია. გთხოვთ, შექმნილი ვითარება შეფასდეს ადექვატურად და მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება", - ნათქვამია მიმართვაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა