ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

ეკლესია და რუსული კავშირები

09.14.2021 | 10:31 ნახვები: 1287

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეკლესიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების და მატერიალური ფასეულობების ჩუქების სრულიად დამანგრეველი და დესტრუქციული პრაქტიკა სააკაშვილის დროს გაჩნდა.

სწორედ მის პერიოდში დაიწყო სამღვდელოებამ გამდიდრება - სახლები, ძვირადღირებული მანქანები და ტელეფონები, მიწები, წილები ბიზნესში... ეს ყველაფერი სწორედ სააკაშვილის ეპოქას უკავშირდება. თუმცა, ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ამის ყველაფრის მიუხედავად, ეკლესიას მიშა ეზიზღებოდა და სამღვდელოება 2012 წელსქართული ოცნებისსასარგებლოდ პროპაგანდას ღიად და დაუფარავად ეწეოდა.

რატომ, როგორ მოხდა ეს? რატომ არ დაუფასდა სააკაშვილის ასეთი გულუხვობა მამაოების მიმართ, ასე ძალიან რატომ შეიძულეს? ერთი შეხედვით პარადოქსია, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი ამის მიზეზი ეკლესიის ავადმყოფური მესიანიზმია.

ნაცმოძრაობის ხელისუფლების პერიოდში თამაშის წესი იყო მარტივი და ამავე დროს ხისტი - იღებთ ფულს, მიწებს, და ჯიპებს და ამის სანაცვლოდ სახელმწიფოს საქმეებში არ ერევით, „რუსი ერთმორწმუნეებისსასარგებლოდ პროპაგანდას არ აწარმოებთ და საერთოდ, ჩუმად ხართ.

ეკლესიისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია - ის იმდენად დარწმუნებულია თავის განსაკუთრებულ როლში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რომ მიიჩნევს - კიდევ საჩუქრები უნდა მიიღოს, კიდევ ბიზნესი უნდა ჰქონდეს, შავი ჯიპებიჰყავდეს,და კიდეც ყველა საკითხზე თავისი აზრი გამოთქვას. საზოგადოებას თავისი ხედვა თავს მოახვიოს. სააკაშვილისეული მიდგომა - აიღეთ და გაჩუმდით - საპატრიარქოსთვის და ეკლესიისთვის დამცირების ტოლფასია.

სწორედ ამიტომ ვერ იტანენ მიშას დღემდე. და ამიტომ არიან ქოცების მხარეზე, რომლებიც საჩუქრებსაც ჩუქნიან და ამავე დროს ქვეყანაში შხამის ფრქვევაში ხელს არ უშლიან. ეს სწორედ ისაა, რაც მათ სჭირდებათ.

ასევე ქართული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია კონტაქტი რუსეთთან... ამ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის სწორი შერჩევა. მცდარია წარმოდგენა, რომ ქართული ეკლესია რუსულ ეკლესიაზე მუშაობს და მისი აგენტებით აივსო.

ასეთი მიდგომა უფროს-უმცროსობას გულისხმობს - არის რუსული ეკლესია, რომელიც ბრძანებებს იძლევა და არის ქართული ეკლესია, რომელიც ბრძანებებს ასრულებს. ურთიერთობები კურატორის და აგენტის ფორმატში. ამ შემთხვევაში ეს წარმოდგენა არასწორია და ბევრ გაუგებრობას წარმოშობს.

საქართველოს ეკლესია არ არის რუსული ეკლესიის აგენტი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია რუსული მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ემორჩილება, და მისგან ბრძანებებს არ იღებს. ქართველი მღვდლები არ არიან რუსული სპეცსამსახურების აგენტები და არ გააჩნიათ მათ წინაშე არანაირი ვალდებულებები.

წარმოდგენა, თითქოს რუსეთზე მუშაობა აუცილებლად კონტრაქტს სპეცსამსახურებთან და ფარულ მეტ-სახელს გულისხმობს - ეს უკვე გასული საუკუნეა. მით უმეტეს, როდესაც საუბარია რელიგიური ორგანიზაციებზე.

ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის ურთიერთობები სულ სხვაგვარია და ის უფროს-უმცროსობის ფორმატში არ ჯდება. ჩვენ საქმე ბევრად უფრო რთულად გვაქვს - ქართულ და რუსულ ეკლესიებს არა სპეცსამსახურებთან კავშირი, არამედ იდეური ძმობა აერთიანებს.

მათ შორის არც ერთია უფროსი და არც მეორე - უმცროსი, ორივე თანასწორია..

ქართველი და რუსი მამაოები სამყაროს ერთნაირად უყურებენ - მათ ერთნაირად ეზიზღებათ დასავლეთი, რომლისთვისაც მათი დომინირება და უმცირესობების უფლებების დარღვევა მიუღებელია.

მათ ერთნაირი შეხედულებები აქვთ ქვეყნების შიდა მოწყობაზე, ისინი ერთნაირად ოცნებობენ საზოგადოების მაქსიმალურ კონტროლზე, ისინი ერთნაირად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ პროგრესს, რადგანაც სამართლიანად მიიჩნევენ, რომ განათლების და ტექნოლოგიების სამყაროში მათი როლი სულ უფრო და უფრო შემცირდება.

ქართული სამღვდელოების პრორუსულობა არც ქაღალდზეა გაფორმებული და არც მოსკოველ კურატორებთან ვალდებულებებიდან გამომდინარეობს - ის იდეურ ხასიათს ატარებს და ეს ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს.

სწორედ ეს ვერ გაითვალისწინა მიშამ, როდესაც ჩათვალა, რომ სამღვდელოების ყიდვას შეძლებს. ვერ შეძლო.

მეტიც, ქართული ეკლესია ხშირად თავის სიბნელეში რუსულ ძმებსაც კი აჭარბებს. ამის მიზეზი კი მისი გაცილებით უფრო მაღალი სტატუსია.

რუსეთში ეკლესია სახელმწიფოს ნაწილია. ის სრულად ემორჩილება პუტინს, და არც ერთი სიტყვით მას არასდროს არ ეწინააღმდეგება. თანაც, რუსეთის მოსახლეობა ნაკლებად რელიგიურია და ეკლესიას რიგით რუსებზე, პირველ რიგში ახალგაზრდებზე არავითარი გავლენა არა აქვს.

საქართველოში ყველაფერი ბევრად უფრო მძიმედაა - აქ ეკლესია არათუ სახელმწიფოს ნაწილი არაა, არამედ მასზე დომინირებას ცდილობს. ამიტომაც, მაგალითად პანდემიის დროს რუსული ეკლესია გაცილებით ზომიერ პოზიციაზე იდგა - ერთი კოვზით ზიარება აკრძალა და სააღდგომო ღონისძიებები გააუქმა..

სწორედ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომლის მსახურიც რუსული ეკლესიაა. საქართველოში კი გვახსოვს, რომ ერთი კოვზით ზიარება არათუ არ აიკრძალა, არამედ ბოლო პერიოდამდე სავალდებულო რჩებოდა.

ასევე იყო ვაქცინაციაზე - რუსული ეკლესია ოფიციალურად მოუწოდებს მრევლს აცრისკენ, მაშინ, როდესაც ჩვენი საპატრიარქო დღესაც იკავებს თავს ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან.

ეს ბევრ რამეზე მეტყველებს - საქმე გვაქვს არა ორგანიზაციულ, არამედ იდეურ ერთობასთან, და სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით რთული ეკლესიაში პრორუსული ძალების გავლენის შემცირება.

პრობლემა სწორედ ამაშია - ჩვენ გვაქვს საქმე პრორუსულ ინსტიტუტთან, რომელიც თავისი არსითაა პრორუსული და მის პროდასავლურ კურსზე გადაყვანა ნიშნავს ეკლესიის დღევანდელ ფორმით არსებობის შეწყვეტას.

ეს ძალიან რთული ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუტთან რომელიც 1600 წლის მანძილზე საქართველოში განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა..

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა