მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ნინო ლომჯარია - საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა

ნახვები: 959 ნინო ლომჯარია - საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.

„პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა. ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ“, – წერს ნინო ლომჯარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა