ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან ხაბეიშვილი - რუსულ „ოცნებას“ ვაფრთხილებ და მოვუწოდებ, უსწრაფესად მოხდეს თანხმობის გაცემა, რომ პოლონელ ექიმებს ხვალვე შეეძლოთ ჩამოსვლა

ნახვები: 562 ლევან ხაბეიშვილი - რუსულ „ოცნებას“ ვაფრთხილებ და მოვუწოდებ, უსწრაფესად მოხდეს თანხმობის გაცემა, რომ პოლონელ ექიმებს ხვალვე შეეძლოთ ჩამოსვლა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფს შესვლის უფლება მისცენ.

როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

„მინდა პრეზიდენტ სააკაშვილს მივულოცო პუტინის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ 123 ქვეყანაში პუტინს ემუქრება დაკავება. ფაქტობრივად, მთავარი ტერორისტი გამოკეტილია კრემლში. ამასობაში, პუტინთან მებრძოლ უმაღლეს მთავარსარდალს კრემლის საამებლად, წამებით კლავს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პირადი ვენდეტით. ეს რომ ასეა, ევროკავშირმა მისივე რეზოლუციით დაამტკიცა და დაწერა, რომ პირადი ვენდეტა ხორციელდება პრეზიდენტ სააკაშვილზე. საზოგადოებამ იცის, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით, ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ჩვენ რუსული „ოცნებისგან“ და რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე შეუძლიათ ჩამოვიდნენ, თურმე საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ თანხმობა გასცეს. თუმცა, ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ „ოცნებას“ და მოვუწოდებ, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან როგორც კი კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ, ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა